14:24 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-27 21:52:25, 4244 ნახვა

High - Tech
QAnon მითებზე დაფუძნებული მოძრაობა მასების სამართავად, რომელმაც საქართველოშიც შემოაღწია

QAnon მოძრაობა რომელიც ძალადობასა და მითებზეა დაფუძნებული, კორონავირუსის პანდემიამ უფრო გაამწვავა და მას მომხრეები, როგორც მსოფლიოში არსევე საქართველოში გაუჩინა.

QAnon შეთქმულების თეორიის მომხრეთა ულტრამემარჯვენე ჯგუფია. მათ სწამთ, რომ ამერიკას მართავს სატანის მოთაყვანე ჯგუფი, რომელიც თავში უდგას ბავშვების სექს-ტრეფიკინგის კულტს. ისინი ამტკიცებენ, რომ ეს ჯგუფი დონალდ ტრამპს ებრძვის და პრეზიდენტობის დღიდან, ტრამპს მათთან გამკლავება უწევს. ამ თეორიების არც-ერთი პუნქტი ფაქტზე დამყარებული არაა.
გარდა ამისა, მოძრაობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ტრამპი და პუტინი არიან ის ადამიანები, რომლებიც მსოფლიოს გლობალისტებისგან იხსნის.
შეთქმულების თეორიის თანახმად, კორონავირუსის გავრცელება „წინასწარ დაგეგმილი სცენარია“. ასეთი შინაარსის ინფორმაცია QAnon-ის შეთქმულების თეორიის მხარდამჭერმა, ჯორდან სათერმა გაავრცელა.  მისი თქმით, ვირუსის გავრცელება სენატში დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესის დაწყებას სპეციალურად დაამთხვიეს.

სათერს მტკიცებულებად მოჰყავდა კომპანია, რომელსაც მინიჭებული აქვს კორონავირუსის კვლევის უფლება და კავშირები აქვს ბილ და მელინდა გეიტსების ფონდთან. კომპანია Pirbright -მა განცხადება გამოაქვეყნა. მათი თქმით, ისინი იკვლევენ ინფექციური ბრონქიტის ვირუსს, რომლითაც დაავადება ღორებსა და ფრინველებს სჩვევიათ, თუმცა არა ადამიანებს.
საქართველოში QAnon მოძრაობის მიმდევარია ცნობილი ჟურნალისტი ლალი მოროშკინა.  იგი კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან მუდმივად ამტკიცებს, რომ ეს არის ბილ გეიტსის და გლობალისტების შეთქმულება. გთავაზობთ მოროშკინას ბოლო მოსაზრებას.

“ჩინეთი და რუსეთი გეგმავენ რეალური ვირუსის გავრცელებას.
კოვიდი იყო სპექტაკლი, რომელსაც მედია და ექიმების ჯგუფი ამყარებდა!
მთავარი და ნამდვილი საშიშროება წინაა და ახლა ტრამპის ახალი ადმინისტრაციის ამოცანაა დროულად შეაჩეროს ადამიანების გადაშენება-ვაქცინაციით შეპყრობილი ჩინეთი, პირადად პუტინი და გეითსი( ასევე გაიშიფრა პუტინის გლობალისტებთან ალიანსი, დასქრინეთ ჩემი ანალიტიკა და თუ სიტყვა-სიტყვით არ გამართლდა, საერთოდ გავალ სოც.ქსელიდან!
ესე ამბავი:
ტრამპის განცხადებამ, რომ მან კოვიდი სულ რამოდენიმე დღეში დაამარცხა- ეს უბრალოდ, სეზონური გრიპია და ახლა ის 20 წლით გაახალგაზრდავდა,- საბოლოოდ დაალაგა არეული ფაზლი.
დონალდ ტრამპმა გაილაშქრა გლობალისტების და ფედრალური ბანკის მიმტაცებლების წინააღმდეგ, ჩინეთის უახლესი ტექნოლოგიების და ბიო -ქიმიური ლაბორატორიების, ასევე ჯანმოს თავკაცის აღვირახსნილი ქმედებების და ჰოლივუდის პედოფილიური მისწრაფებების წინააღმდეგ, თითქოს “სად ერეკლე სად ყურებიანი ქუდი”…არადა რა ნათელი, უპს…ბნელი კავშირია…
დაფინანსება შეწყვეტილმა ჯანმომ ახალი პატრონი იპოვა-რუსეთი.
ამერიკა-ჩინეთი-რუსეთის ომი ახალ, ინტერნეტ-ტექნოლიგიურ საფეხურზე ავიდა.
როდესაც ტრამპმა პირველად გააკეთა განცხადება, რომ კოვიდი უბრალოდ სეზონური გრიპია, მის წინააღმდეგ მთელი გლობალისტური სამყარო ჩაერთო, თავის ლაბორატორიულ შტამების დაყრიან, აფრო-ამერიკული კონტექსტიანად.
აქაც ბებერმა ხარის რქამ მოხნა!
გუშინ ტრამპმა, როგორც ჯიუტმა და შეუპოვარმა კაცმა, გაიმეორა ეს განცხადება, ოღონდ ახლა უკვე საკუთრივ თავისი მაგალითით
-“მე მჭირდა, მე დავამარცხე, ეს სუსტი გრიპია, მე 20 წლით გავახალგაზრდავდი..”
სიმამაცეს ნამდვილად ვერ დაუწუნებ!
ტრამპმა ზუსტად გათვალა ეს განცხადება, რადგან დებატები ბაიდენთან და დათვლილი რეიტინგი, აშკარად მის სასიკეთოდ მუშაობს.
რა იქნება შემდეგი ნაბიჯი?
ჩინეთი და რუსეთი გეგმავენ რეალური ვირუსის გავრცელებას.
კოვიდი იყო სპექტაკლი, რომელსაც მედია და ექიმების ჯგუფი ამყარებდა!
მთავარი და ნამდვილი საშიშროება წინაა და ახლა ტრამპის ახალი ადმინისტრაციის ამოცანაა დროულად შეაჩეროს ადამიანების გადაშენება-ვაქცინაციით შეპყრობილი ჩინეთი, პირადად პუტინი და გეითსი( ასევე გაიშიფრა პუტინის გლობალისტებთან ალიანსი)
ვფიქრობ 3 ნოემბრის აშშ არჩვენებს მცირე რყევები მოყვება, მაგრამ ამერიკელი ხალხი კარგად არჩევს შავს და თეთრს და ყველა შეიარაღებულია საკუთარი სიმართლის დასაცავად.
შემდეგ ტრამპი დაიწყებს სადამსჯელო ოპერაციას:
1.კოვიდთავკაცები
2.ბაიდენის ანკლავი
3.თითქმის სრულად აჟიოტაჟის ამწევი მედია
4.ექიმთა ჯგუფი
5.ქვეყნები, რომლებმაც ჯანმოს კვერი დაუკრეს
6.თავად ჯანმოს ორგანიზაციას, ლიკვიდაცია ანბსრულიბრეორგანიზაცია ემუქრება.
რა გვეშველება ჩვენ? ჩვენი არჩევნებიც რყევებით წავა…ბაიდენის ნაც.განაყოფები შეეცდებიან არეულობას და “გაწელავენ” სიტუაციას სანამ აშშ-ში საბოლოოდ არ დალაგდება. ასე რომ ძვირფასებო, კინო წინაა, ეს მხოლოდ ჟურნალი იყო! აპოკალიფსის ბაიდენურ სცენარს, ჩემი ტრილოგიის დასკვნით ნაწილში გაგაცნობთ. “საუკუნის აფიორა” -უკვე მალე….P.S.ჟღვინტების სეზონია, მაინცადამაინც ნუ აატალახებთ საავადმყოფოებს და ნუ ჩამოეკიდებით 112 -ზე, ქვეყანას ისედაც ბევრი რეალური და მძიმე ავადმყოფი ყავს. სამწუხაროს, ჯერ კიდევ ვლიდერობთ ბავშვების სიკვდილიანობაში, სიმსივნეებსა და ჩიყვში…” – წერს ლალი მოროშკინა.

15 სექტემბერს, პარლამენტის წინ, დაახლოებით, 200 ადამიანი შეიკრიბა, მათ თან დასამასოვრებელი პლაკატები, ჯვრები და ხატები ჰქონდათ. მშობლებს შვილები ახლდნენ, ხატებს - სასულერო პირი, რომელმაც ჯერ საკმეველი დაანთო, შემდეგ პარაკლისი აღავლინა და ნაკურთხი წყალიც ჩამოარიგა. პირბადე არავის ჰკეთებია, არც სოციალური დისტანცია იყო დაცული, განსაკუთრებით, “მამაო ჩვენოს” კომუნალური წარმოთქმის დროს.  ისტორიას აქციის მონაწილეები ასე ყვებიან: ჯერ კიდევ 2017 წელს, ბილ გეითსმა ყველა სახემწიფოს წინასწარ დაინფიცირებული PCR ტესტები მიჰყიდა, რომლებითახ ახლა ვირუსს ავრცელებენ. გარდა ამისა,  PCR ტესტები ჰიპოფიზსაც აზიანებს და ჩვენს ტვინს 5G ანტენის სიგნალისთვის უფრო ხელმისაწვდომს ხდის. 5G ანტენას, რომელიც თანამედროვე ხელოვნების მუზეუმთან კარანტინისას დაამონტაჟეს, ნომებერში ჩაგვირთავენ, მანამდე კი თერმოსკრინინგითა და ულტრაიისფერი დასხივებით გვამზადებენ, რომ უკეთ გადვაკონტროლონ. ამის სანაცვლოდ, სახელმწიფო იანვარში 5 მილიონ დოლარს მიიღებს. ერთადერთი, რაც მანამდე ევალება, იანვრამდე ქვეყნის “გაწითლებაა.” შეთქმულების ამ თეორიის უკან ბილ გეითსი, კლინტონების ოჯახი და მარკ ცუკერბერგი დგანან. ონლიან სწავლებაც მათი დიდი გეგმის ნაწილია - სულ ცოტა ხანში დაზომბირებულ, დასკანერებულ და უსწავლელ ახალგაზრდებს გამოზრდიან. ნურც ის დაგვავიწყდება, რომ PCR ტესტებს გადარჩენილებს ბოლოს ვაქცინა მოგვიღებს, რომელიც ჩვენს გენეტიკას შეცვლის. 

კორონავირუსის გავრცელებასთან ერთად, შეთქმულების თეორიებმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოიმატა. ბილ გეითსის და დასავლეთის ჩართვა ამ ნარატივში სიახლე არ არის - BBC-ის ამ სტატიაში ვკითხულობთ, რომ გეითსი ამერიკის საზოგადოებრივი ჯანრთელობის სახეა და უკვე დიდი ხანია, კონსპირატორების შთაგონების წყაროდ იქცა. თანაც, რუსი კონსპირატორების - ჯგუფში “კორონა მაფია” ვიდეოლექციები ძირითადად რუსულ ენაზეა, ქართულენოვანი წყაროები კი მითების დეტექტორმა ჯერ კიდევ გაზაფხულზე დაუკავშირა რუსულ მედიას:

"ქართულ მედია სივრცეში კორონავირუსის და მიკროჩიპების კონსპირაცია 25 მარტს საიტმა fact2.ge-მ გამოაქვეყნა,” - ვკითხულობთ 2 აპრილს გამოქვეყნებულ სტატიაში, - “რუსული წყაროებიდან კონსპირაცია გაავრცელეს yandex.ru, x-files, cont.ws,  fondsk.ru, oko-planet.su, business-gazeta.ru, zavtra.ru, svpressa.ru, livejournal.com, “AfterShock”. 19 მარტს მსგავსი შინაარსის ვიდეო იუთუბ არხზე Winde Changer-მაც ატვირთა სათაურით “Билл Гейтс. Микрочипы для борьбы с коронавирусом?”
ბოლო პერიოდში, რუსეთის მთავრობის მიერ მხარდაჭერილმა მედია საშუალებებმა, როგორიცაა RT (წარსულში "რაშა თუდეი") და „სპუტკინკი“, QAnon-ის თეორიების ირგვლივ მასალების მომზადებაც კი დაიწყეს. მათ გაავრცელეს მცდარი ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს, ჰილარი კლინტონს აკავებდნენ გაურკვეველი ბრალდებით. შემდეგ კი ამას დაემატა თემები ბავშვების ტრეფიკიგნთან და კორონავირუსთან დაკავშირებით.
დეზინფორმაციის ექსპერტი სინდი ოტისი, ამერიკის დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს ყოფილი ანალიტიკოსი ამბობს, რომ ეს მედიასაშუალებები და კრემლის მიერ მხარდაჭერილი სხვა მედიები QAnon-ის შესახებ წერენ და მას ასეთ ნარატივს არგებენ: „ამერიკა ნაწილებად იშლება, შეხედეთ როგორი დაყოფილია ის“.
წაშლილ ფეისბუქ ჯგუფს, სახელწოდებით Official Q / Qanon, თითქმის 200 000 წევრი ჰყავდა. ამასთან, არსებობს მრავალი სხვა QAnon ჯგუფი, რომლებიც ამჟამად აქტიურობს პლატფორმაზე.
QAnon- ის მიმდევრები ძირითადად აშშ-ს პრეზიდენტის მომხრეები არიან. როიტერი იუწყება, რომ ოფიციალური Q/QAnon-მა “გადალახა ზღვარი” ბულინგის, შევიწროების, სიძულვილის ენის და პოტენციურად მავნე დეზინფორმაციის გაზიარებასთან დაკავშირებით. გასულ წელს FBI გაავრცელა გაფრთხილება “შეთქმულების თეორიაზე ორიენტირებულ შიდა ექსტრემისტებზე” და QAnon საშინაო ექსტრემისტულ საფრთხედ დაასახელა.
მას შემდეგ, რაც ტვიტერმა QAnon-ის ათასობით ანგარიში დაბლოკა RT-მ იწინასწარმეტყველა, რომ ასეთი გადაწყვეტილება უფრო მეტ ყურადღებას მიაპყრობდა მოძრაობისადმი და დაამატა: „ამან [ანგარიშების წაშლამ] QAnon-ს მიმდევრებს მისცა ის მტკიცებულება, რასაც ეძებდნენ“.  მას შემდეგ რაც ფეისბუქმა გააუქმა, QAnon-ის ჯგუფების, დაახლოებით, მესამედი და აკრძალა დანარჩენი ნაწილი, RT-მ მსგავსი შინაარსის სტატია ისევ გამოაქვეყნა.

მათი მხარდამჭერი სტატიების გამოქვეყნების შემდეგ, შეთქმულების თორიების მიმდევრებმა სულ უფრო ხშირად დაიწყეს რუსული წყაროების გაზიარება სოციალურ მედიაში. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „გრაფიკა“ ავრცელებს.
„რუსეთი სულ უფრო მეტად ინტერესდება QAnon-ით“, ამბობს „გრაფიკას“ ინოვაციების უფროსი ოფიცერი კამილ ფრანსუა.

საპროტესტო აქციების ორგანიზატორები, რომლებმაც აგვისტოს დასაწყისში ბერლინში პროტესტის 20 000 მონაწილე შეკრიბეს, აცხადებენ, რომ შეზღუდვები, მათ შორის ნიღბის ტარება მათ უფლებებსა და თავისუფლებას არღვევს.

ისინი კვირის ბოლოს ბერლინში ანალოგიური საპროტესტო აქციის „ შეკრება თავისუფლებისთვის“ ჩატარებას გეგმავდნენ.

მკვლევარები ამ ფენომენს 2017 წელს ინტერნეტ სივრცეში მისი პირველად გამოჩენის შემდეგ სწავლობენ. თუმცა, მათი თქმით, მაშინ QAnon-ის საქმიანობაში რუსეთის კვალი არ ჩანდა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ რუსეთის მთავრობის მიერ მხარდაჭერილი ორგანიზაციები საკუთარ როლს თამაშობენ შეთქმულების თეორიების ე.წ. QAnon-ის გასაძლიერებლად. ეს აჩენს ეჭვებს რუსეთის მხრიდან ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში კიდევ ერთხელ ჩარევასთან დაკავშირებით.

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი, ენტონი ფაუჩი აღნიშნავს, რომ ვაქცინის ტესტირების წინა ეტაპებიდან მიღებული შედეგების მიხედვით, ის უსაფრთხო და იმუნოგენურია, რის გამოც უკვე ტესტირების მესამე ეტაპზე გადადიან. მან აგრეთვე პანდემიის კონტროლისათვის ვაქცინის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე და ლუგარის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, პაატა იმნაძე, მასობრივი მოხმარებისთვის ვაქცინის გამოჩენას მსოფლიო მედიცინისთვის კარგ მიღწევად მიიჩნევს და, მისი პროგნოზით, ვაქცინა ზამთარზე ადრე ბაზარზე ვერ გამოჩნდება. მან შეთქმულების თეორიის მიმდევრები დაამშვიდა და განაცხადა: „ნეტავ, ვაქცინა მას ეყოს, ვისაც ძალიან ენდომება, რომ ვაქცინა გაიკეთოს. დღეს მთავარია, ვიცხოვროთ კორონასთან ერთად ისე, რომ კორონამ არ შეგვაწუხოს. ამისთვის საჭიროა, დავიცვათ ელემენტარული წესები, რომელიც შემუშავებულია“.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში შესაძლოა, ბრიტანეთის ოქსფორდის ჯგუფის მიერ შექმნილი ვაქცინა შემოვიდეს, თუმცა ეს მხოლოდ მისი უსაფრთხოების დადასტურების შემდეგ მოხდება.








ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კალაძე - ფედერაცია ნაკრების წევრებს უქმნის ყველა პირობას, რომ მინდორზე საუკეთესოდ ითამაშონ - ასეთ დამოკიდებულებას მოაქვს შედეგი
კალაძე გახარიაზე - მისი განცხადებები რეალობას ძალიან აცდენილია
ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე არსებული შუა ზოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
კალაძე - ის, რომ კონკრეტული ადამიანები იბრძვიან, როგორმე საარჩევნო ბარიერი გადალახონ, საზოგადოების პასუხია მათ რადიკალიზმზე

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics