12:36 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-27 17:58:48, 458 ნახვა

კომენტარი
პრემიერი ზუგდიდში სპეცოპერაციაზე - პოლიციამ მიიღო დავალება, რომ წვეთი სისხლი არ დაღვრილიყო, მათ ეს დავალება პირნათლად შეასრულეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს პოლიციამ მიიღეს კონკრეტული დავალება, რომ ზუგდიდში სპეცოპერაციის დროს წვეთი სისხლი არ უნდა დაღვრილიყო, მათ ეს დავალება პირნათლად შეასრულეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ზუგდიდში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე კომენტირებისას აღნიშნა.

მისი თქმით, საქმეზე ოპერატიული სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს, რომელიც აუცილებლად წარმატებით დასრულდება.

„საერთოდ პოლიციელი და ჯარისკაცი არის ის ფუნდამენტი, რომელზეც საქართველოს და ყველა სხვა სახელმწიფოს სტაბილური და მშვიდი მომავალი დგას. ჩვენი ჯარისკაცები იცავენ მშვიდობას ქვეყანაში. ჩვენი პოლიციელები იცავენ თითოეული ჩვენგანის უსაფრთხოებას, ჯანმრთელობას და ჩვენი შვილების უსაფრთხოებას. როდესაც საარჩევნო კონტექსტიდან გამომდინარე ზოგიერთი ტელევიზია ან ზოგიერთი პოლიტიკოსი ცდილობს დააკონვერტიროს პოლიტიკურ შედეგებში პოლიტიკურად ის პრობლემები, რომელიც მიმდინარე პროცესთან შეიძლება იყოს დაკავშირებული, რა თქმა უნდა, ეს არის ამორალური. თქვენი შეკითხვის მიზანი შინაარსი კი არა პანიკის დათესვაა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ და ქართულმა პოლიციამ იმ დღეს მიიღო კონკრეტული დავალება, რაც იყო, რომ წვეთი სისხლი არ უნდა დაღვრილიყო. მათ ეს დავალება შეასრულეს პირნათლად. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, ეს იყო ის დავალება, რომელიც მათ უნდა შეესრულებინათ და შეასრულეს. რაც შეეხება ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებებს, მიმდინარეობს და დარწმუნებული ვარ, წარმატებით დასრულდება. როდესაც მოსახლეობაში ვთესავთ პანიკას, არჩევნების შემდეგ როდესაც „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების უსაფრთხოება იგივე პოლიციამ უნდა დაიცვას. დარწმუნებული ვარ, როგორც ჯაჭვლიანის შემთხვევაში თქვენ იქნებით პირველი და თქვენი თანამებრძოლები იქნებიან პირველები, რომლებიც დასვამენ შეკითხვას ამ დისკრედიტირებული პოლიციელების გამო“, - განაცხადა გახარიამ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სახეობათა აღდგენის ეროვნული გეგმის პროექტი სამუშაო შეხვედრაზე განიხილა
მერია - მუნიციპალური ტრანსპორტის სხვადასხვა მარშრუტს 30 მარტიდან ავტობუსები დაემატება
ზელენსკი - რუსეთის რესურსებს ვერ ვუტოლდებით, მაგრამ უკრაინელებს შეუძლიათ რუსეთის დამარცხება გამბედაობით, მონდომებით და იდეებით
სააგენტო - ზოგიერთ მუნიციპალიტეტსა და დედაქალაქში, ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება ფიქსირდება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics