2020-10-27 13:11:31, 406 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე - ბევრი მოხალისე და დამკვირვებელი გვყავს, რათა „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნების გაყალბება ვერ შეძლოს
„სტარტეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ხელისუფლება ორ ყველაზე ცუდ იარაღს იყენებს არჩევნების შედეგების მანიპულაციისთვის, კორონავირუსით ხალხის დაშინებას და პირდაპირ მოსყიდვას. მისი თქმით, ოპოზიციას ბევრი მოხალისე და დამკვირვებელი ჰყავს იმისთვის, რომ ხელისუფლებამ არჩევნების გაყალბება ვერ შეძლოს. „ხელისუფლება ორ ყველაზე ცუდ იარაღს იყენებს არჩევნების შედეგების მანიპულაციისთვის. პირველი - კორონავირუსით ხალხის დაშინება, რათა მათ არჩევნებზე მოსვლის შეეშინდეთ, რადგან ხელისუფლება ფიქრობს, ნაკლები ამომრჩეველი მათთვის კარგია. მეორე ეს არის პირდაპირი მოსყიდვა. უფრო და უფრო მეტი ინფორმაცია არის შემთხვევების, როდესაც ოპოზიციური ამომრჩევლისგან ყიდულობენ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს. ჩვენ ამ თემებზე ვმუშაობთ და დამადასტურებელ ფაქტებსაც წარმოგიდგენთ. მინდა, მივმართო „ქართულ ოცნებას“. მეგობრებო, მაქსიმუმ 30-35% მიიღოთ შედეგი. რაც არ უნდა მანიპულაცია გააკეთოთ, იცოდეთ, რომ ჩვენ ძალიან ბევრი მოხალისე გვყავს, ძალიან ბევრი დამკვირვებელი იმისთვის, რომ ვერ შეძლოთ არჩევნებში გაყალბების უფლება. იცოდეთ, არჩევნებით მანიპულაციას თუ ეცდებით, საკადრის პასუხს მიიღებთ. მოვუწოდებ მოქალაქეებს, ძალიან გთხოვთ, არ შეგაშინოთ კორონავირუსმა. არც ერთ დემოკრატიულ ქვეყანაში, სადაც ვირუსის პერიოდში არჩევნები ჩატარდა, არ გამხდარა ვირუსი გავრცელების წყარო. რადგან არჩევნები არის ძალიან ორგანიზებული პროცესი, სადაც გადადების ნულოვანი შანსია. ნუ გავხდებით თანამონაწილე იმ კამპანიისა, რაც ახლა „ქართულ ოცნებას“ აქვს და პირდაპირ ვადანაშაულებ ბატონ გახარიას, „ქართულ ოცნებას“ ხალხის დაშინებაში, რადაგან ისინი ფიქრობენ, კორონავირუსის აგრესიული კამპანიის პირობებში, ხალხი არ მივა არჩევნებზე“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. ავტორი: ექსპრესნიუსი, პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილება მესამე მოსმენით მიიღო
ლავროვი - საქართველოში დემონსტრაციები მიდის და სალომე ზურაბიშვილი სიტყვის თავისუფლებისთვის მებრძოლად გადააქციეს - კანონი ურბილესია
თალაკვაძე ოპოზიციას - როგორ ბედავთ და ხალხს ატყუებთ, თითქოს ქვეყანა ევროპულ ორბიტას ჩამოშორდა
ფინანსთა მინისტრი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა
|
ომი უკრაინაშირუსებმა დნიპროზე იერიში მიიტანეს - არის მსხვერპლი [ვიდეო]
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 457 830-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 456 960-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა - ვიდეო
მთავარი თემა
|