|
2020-10-27 11:48:18, 356 ნახვა
საზოგადოება
ცესკო თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს მიმართავს იაქტიურონ და მოითხოვონ გადასატანი საარჩევნო ყუთით მომსახურება
ცენტრალური საარჩევნო კომისია კიდევ ერთხელ მიმართავს თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს, იაქტიურონ, დარეკონ ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრში და მოითხოვონ გადასატანი საარჩევნო ყუთით მომსახურება. დღეს, 27 ოქტომბრის 14:00 საათამდე დარეკეთ ტელეფონის ნომერზე 2-51-00-51 (0) და მოითხოვეთ გადასატანი საარჩევნო ყუთი. ზარების მიღება ამ წუთებშიც გრძელდება. შეგახსენებთ, რომ ცესკომ 26 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის გადასატანი ყუთის მოთხოვნის ვადის გახანგრძლივების შესახებ. გადაწყვეტილების თანახმად, აღნიშნული კატეგორიის მოქალაქეებს შესაძლებლობა მიეცათ 27 ოქტომბრის 14:00 საათამდე დააფიქსირონ თავიანთი მოთხოვნა. გადასატანი საარჩევნო ყუთით სარგებლობას შეძლებენ თვითიზოლაციაში მყოფი ის ამომრჩევლები, რომელთა მონაცემებიც ოფიციალურად ფიქსირდება შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში. ამავე სხდომაზე გადაწყდა, რომ 27 ოქტომბრის 18:00 საათამდე გახანგრძლივებულიყო მომართვის ვადა სპეციალურ საარჩევნო უბნებზე საარჩევნო პროცესში ჩართვის მიზნით დასარეგისტრირებლად როგორც საარჩევნო სუბიექტებისთვის, ისე ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებებისთვის. საარჩევნო ადმინისტრაცია მიმართავს როგორც თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს, ისე არჩევნებში ჩართულ მხარეებს, დროულად მოგვმართონ და გაიარონ შესაბამისი პროცედურები.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)