|
2020-10-27 11:42:52, 474 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი - სამწლიანი გეგმის ფარგლებში გაზიფიცირება დასრულდება საქართველოში 384 სოფელში, მოსახლეობის 90% იქნება გაზიფიცირებული
საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, 2021 წლიდან 2024 წლამდე განაახლოს, გააგრძელოს გაზიფიცირების ახალი სამთავრობო პროგრამა, რომლის შედეგიც იქნება დამატებით 211 გაზიფიცირებული სოფელი და დაახლოებით 33 000 ოჯახი საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ წალენჯიხაში, გაზიფიცირების პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 2019 წელს საქართველოს მთავრობამ დაიწყო სამწლიანი გაზიფიცირების გეგმა და ამ გეგმის ფარგლებში გაზიფიცირება დასრულდება საქართველოში 384 სოფელში. „დღეს მნიშვნელოვანი მიზეზის გამო შევიკრიბეთ. დაახლოებით ერთი წლის წინ ჩვენ გვქონდა ასეთი შეხვედრა და მაშინ ვთქვით, რომ წალენჯიხაში, გაზიფიცირების პროგრამა დაიწყება და მისი დასრულება დიდი ხნით არ გადავადდება. ერთი წელი გავიდა, ჩვენ უკვე გარკვეული შედეგები გვაქვს, რაზეც მინდა, რომ ერთად ვისაუბროთ. 2019 წელს საქართველოს მთავრობამ დაიწყო სამწლიანი გაზიფიცირების გეგმა ამ გეგმის ფარგლებში გაზიფიცირება დასრულდება საქართველოში 384 სოფელში, აქედან, 92 დასახლებული პუნქტი და სოფელი გახლავთ სამეგრელოში, მათ შორის წალენჯიხაში. ეს რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის და საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, 2021 წლიდან 2024 წლამდე განაახლოს, გააგრძელოს გაზიფიცირების ახალი სამთავრობო პროგრამა, რომლის შედეგიც იქნება დამატებით 211 გაზიფიცირებული სოფელი და დაახლოებით 33 000 ოჯახი საქართველოში. საქართველოს მოსახლეობის 90 პროცენტი იქნება გაზიფიცირებული. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო მონაცემი ევროპაში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ. რაც შეეხება წალენჯიხას, მთავრობის მეთაურის თქმით, ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში დაახლოებით 130 000 გრძივი მეტრი გაზის გაყვანილობა იქნა გაკეთებული და წალენჯიხის 2900 ოჯახს ბუნებრივი გაზი ექნება. „რაც შეეხება წალენჯიხას, ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში დიდი სამუშაოები იყო ჩატარებული, დაახლოებით 130 000 გრძივი მეტრი გაზის გაყვანილობა იქნა გაკეთებული და წალენჯიხის 2900 ოჯახს ბუნებრივი გაზი ექნება. ამ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ძირითადი მიზანია, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ სხვაობა დიდ ქალაქებს, სოფლებსა და დაბას შორის. მთავრობა ვალდებულია, მაქსიმალურად გაათანაბროს ცხოვრების ყოველდღიური პრაქტიკული პირობები, იმის მიუხედავად, თუ სად ვცხოვრობთ ჩვენ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ. გაზიფიცირების სამწლიანი პროგრამის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოების შესახებ ანგარიში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ წარადგინა. საქართველოს მთავრობის 2019-2021 წლების გაზიფიცირების 3-წლიანი გეგმის შესაბამისად, ბუნებრივი აირი საქართველოს მასშტაბით 384 სოფელში შევა. გაზიფიცირების სამწლიანი გეგმის ფარგლებში სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია 187 დასახლებულ პუნქტში, რამაც 35 859 აბონენტს ბუნებრივი აირის ქსელში ჩართვის საშუალება მისცა. საქართველოს გაზიფიცირების სამუშაოებზე 2013-2021 წლებში ჯამში 659 მილიონამდე ლარი იხარჯება. გაზიფიცირების პროგრამის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობა განიხილავს 2022-2024 წლებში გაზიფიცირების ახალი სამწლიანი გეგმის განხორციელებას, რომლის ფარგლებშიც 211 დასახლებული პუნქტისა და 33 000-ზე მეტი აბონენტის გაზიფიცირება იგეგმება.
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
აშშ სანქციებს უწესებს რვა კანადურ გაცვლით კომპანიას ირანთან კავშირების გამო
კრემლმა აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე სამმხრივი მოლაპარაკებებისთვის რუსეთის დელეგაციის შემადგენლობა გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)