2020-10-27 11:39:38, 460 ნახვა
საზოგადოება
ბიზნეს დაჯილდოება 2020-ზე რეგისტრაციის დასრულებამდე 2 დღე დარჩა
ბიზნეს დაჯილდოება 2020-ზე რეგისტრაციის მსურველ ბიზნესებს ვადა ჯერ კიდევ აქვთ. წლევანდელი ბიზნესდაჯილდოება განახლებული ნომინაციებითა და ახალი ფორმატით ბრუნდება. უკვე მეხუთე წელია, თიბისი ქვეყანაში ყველაზე მასშტაბურ ბიზნესდაჯილდოებას წარმატებით ატარებს, რომლის მიზანიც ბიზნესის ხელშეწყობა და მხარდაჭერაა. წელს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ბიზნესისთვის შექმილ სიტუაციასთან ადაპტაცია და მიუხედავად ეკონომიკურ აქტივოვებებზე დაწესებული შეზღუდვებისა, საქმიანობის კვლავ გაგრძელება. ამიტომაც ბიზნესდაჯილდოებაში გაჩნდა ნომინაცია იმ კომპანიის გამოსავლენად, რომელმაც ადაპტაციის საუკეთესო მაგალითი აჩვენა მომხმარებელს. ამ დროისთვის დარეგისტრირებული კომპანიები, ნომინაციების მიხედვით, შემდეგნაირად გადანაწილდნენ:
განსაკუთრებული სიახლე ელოდება ნომინაციაში „საუკეთესო სტარტაპისთვის“ გამარჯვებულს. ნომინაციის მხარდამჭერი წელს ჟურნალი Forbes-ია, რომელიც გამარჯვებულს სრულ მედია მხარდაჭერას გაუწევს. წელს სიახლეა ჟიურის მხრივაც, გამარჯვებულებს ბიზნეს სფეროში მომუშავე ადამიანებისგან შემდგარი ჟიური გამოავლენს. პრიზები წელსაც უცვლელია. გამარჯვებულები ბიზნესებზე მორგებულ და მათთვის საჭირო ციფრულ სერვისებს აირჩევენ. თიბისი მათ მხარდაჭერას სამი მიმართულებით სთავაზობს:
ბიზნესის სამყაროში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ციფრულ არხებში საკუთარი კომპანიის საქმიანობის წარმოჩენა და მუდმივი კომუნიკაცია მომხმარებელთან, რასაც სწორი ციფრული სტრატეგია უზრუნველყოფს. ამ ჯილდოს არჩევის შემთხვევაში, გამარჯვებულ კომპანიებს თიბისი დაეხმარება ბიზნეს საჭიროებებზე მორგებულ ციფრული სტრატეგიის დაგეგმვაში და ახალი ვებგვერდის მომზადებაში.
ბიზნესის ღირებულებების სწორად განსასაზღვრად და აუდიტორიამდე მისატანად, აუცილებელია ბრენდის პლატფორმა, რომელიც მომავალში სწორი საკომუნიკაციო სტრატეგიის შექმნას და მომხმარებელთან გრძელვადიანი და მჭიდრო ურთიერთობის დამყარებას უზრუნველყოფს. ამ ჯილდოს არჩევის შემთხვევაში, ბიზნესებისთვის სტრატეგიული ბრენდ-პლატფორმა შეიქმნება და ახალი საიმიჯო რგოლი დამზადდება.
ყოველდღიური პროცესების გამარტივება და ავტომატიზაცია ბიზნესებს ძალიან დაეხმარება ადამიანური და დროის რესურსის დაზოგვაში. ამ ჯილდოს არჩევის შემთხვევაში, კომპანიის ბიზნესპროცესები გაანალიზდება და ბიზნესისთვის საჭირო პროგრამული უზრუნველყოფა შეირჩევა, ეს იქნება კომპიუტერული პროგრამა, მობილური აპლიკაცია თუ ვებ-სერვისი. მონაწილეთა რეგისტრაცია შესაძლებელია ვებ-გვერდზე www.businessaward.ge. რეგისტრაცია 28 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია), „მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს
|
ომი უკრაინაშირუსებმა ხარკოვის ოლქში ბალაკლიას რაიონი დაბომბეს - არიან დაშავებულები
Reuters - აშშ-მა უკრაინას ATACMS-ის რაკეტები ფარულად გაუგზვნა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 462 980-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|