14:44 - 26 Jul, 2026
|
2015-01-29 10:56:57, 1110 ნახვა
საზოგადოება
შს მინისტრის გადაწყვეტილებით 2008 წლის ომში დაღუპული პოლიციელების შვილები ბაკურიანში დაისვენებენ
შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის გადაწყვეტილებით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული შსს-ს თანამშრომლების შვილები მთის კურორტზე, ბაკურიანში დაისვენებენ. შსს-ს ინფორმაციით, 12 ბავშვი ბაკურიანში, ერთ-ერთ სპორტულ სკოლაში, 10 დღის განმავლობაში დაისვენებს და სათხილამურო სპორტს დაეუფლება. მოზარდები ასევე სხვადასხვა შემეცნებით და სპორტულ ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას. დასვენების ბოლო დღეს ბავშვებს შორის თხილამურებზე დგომაში შეჯიბრი გაიმართება. გამარჯვებულებს სამინისტროსგან საჩუქრები გადაეცემათ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)