|
2020-10-25 17:44:44, 787 ნახვა
პოლიტიკა
თბილისის მერია „მთავარ არხზე“ გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
„გვინდა გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია „მთავარ არხზე” გასულ სიუჟეტს, სადაც საუბარია საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტზე, რომელიც თითქოს შეცდომით განხორციელდა და სარეაბილიტაციო სამუშაოები არ დასრულდა. აღნიშნული ინფორმაცია არის სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. რეალურად, მიმდინარე წლის ოქტომბერში, ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „მშენებელმა“ დაასრულა სადმელის ქუჩის სრული რეაბილიტაცია. პროექტის ფარგლებში, გამყრელიძის ქუჩაზე 527 გრძივ მეტრზე სანიაღვრე ქსელი მოეწყო. სისტემის დაერთება მოხდა ბარამიძის ქუჩაზე არსებულ სანიაღვრე კოლექტორზე. აღნიშნულ ტერიტორიაზე, სადაც ტრანშეა გაიჭრა, ასფალტის საფარიც დაიგო. რაც შეეხება სადმელის ქუჩას, სადაც გზის რეაბილიტაცია დაახლოებით, 60 წელია არ განხორციელებულა, გზა კაპიტალურად შეკეთდა, სავალ ნაწილზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო, მოეწყო ბორდიური და ტროტუარი. საგზაო ინფრასტრუქტურა, ჯამში 6 400 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა. ხაზგასმით აღვნიშნავთ, ნაძალადევის რაიონის გამგეობის საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი შესრულდა სრულყოფილად. სანიაღვრე კოლექტორზე, რომელიც მოეწყო წესების სრული დაცვით, სავარაუდოდ, დაერთებულია თვითნებურად მოწყობილი წყალარინების (კანალიზაციის) მილი, რაც დისკომფორტს უქმნის ადგილობრივ მოსახლეობას. საუბარია წლების წინ კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ და ასევე, მოსახლეობის მხრიდან თვითნებურად დაერთებულ წყალარინის მილებზე, რომელთა განცალკევება, მოსახლეობის განცხადების საფუძველზე უნდა მოხდეს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ. ამ ეტაპზე, წყალარინების პრობლემას იკვლევს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ და კომპანიის მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოყვება“, - ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
აშშ სანქციებს უწესებს რვა კანადურ გაცვლით კომპანიას ირანთან კავშირების გამო
კრემლმა აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე სამმხრივი მოლაპარაკებებისთვის რუსეთის დელეგაციის შემადგენლობა გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)