09:01 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-24 13:36:56, 552 ნახვა

საზოგადოება
ლატალის მიმდებარე ტყეში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო

სვანეთში, სოფელ ლატალის მიმდებარე ტყეში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო.

აღნიშნულის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს.

„სვანეთში, სოფელი ლატალის მიმდებარე ტყეში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო.

ადგილობრივ ცოცხალ ძალას გვიან ღამით დაემატნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები იმერეთიდან და თბილისიდან. ამ დროისთვის, ადგილზე უკვე მობილიზებულია 150 მეხანძრე-მაშველი სპეციალური ინდივიდუალური აღჭურვილობით. ქრობის სამუშაოებს ხელმძღვანელობს სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი დავით სუხიშვილი.

ცეცხლი ტყის ქვედა საფარს, ეკალბარდს და ბუჩქნარს უკიდია. კერები ორშაბათს ლიკვიდირებული ხანძრიდან მოშორებით, მთის მეორე ფერდზეა გავრცელებული”, - ვკითხულობთ განცხადებაში.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სკანდალი: როგორ გააუქმა ტრამპმა წითელი ბარათი
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
„როსატომმა“ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics