|
2020-10-23 17:34:13, 666 ნახვა
პოლიტიკა
დავით თარხან-მოურავი: ვინც კოდორი და ახალგორი ჩააბარა, ის გვაცხადებს რუსეთის აგენტად - ამაზე დაფიქრდით
პარტია "პატრიოტთა ალიანსის" თავმჯდომარის, დავით თარხან-მოურავის განცხადებით, მხოლოდ იმიტომ, რომ მისი გუნდი სოხუმისა და ცხინვალის დასაბრუნებლად აუცილებლად მიიჩნევს რუსეთთან ლაპარაკსა და საერთო ენის გამონახვას, მათ რუსეთის აგენტებად აცხადებენ. ამას კი, სწორედ ის ადამიანები აკეთებენ, რომლებმაც ჩააბარეს კოდორი, ახალგორი, 155 სოფელი თუ დასახლებული პუნქტი და გაყიდეს დავით გარეჯი. მისი თქმით, რუსეთის აგენტები სწორედ სააკაშვილი და ბოკერია არიან, "პატრიოტთა ალიანსს" კი არც რაიმე დანაშაული ან მოღალატეობრივი ქმედება ჩაუდენია და არც ტერიტორიები გაუყიდია. დავით თარხან-მოურავი ხაზგაზმით აღნიშნავს, რომ მოლაპარაკებების წარმოება არ ნიშნავს რაიმე აგენტობას, პარტიის ლიდერების რუსეთის აგენტებად გამოცხადება კი ყოველგვარ აზრს მოკლებული ცრუ ბრალდებებია. "ჩვენ ვცხოვრობთ საოცარ ქვეყანაში. მე არაფერი გამიყიდია, საიდუმლო ინფორმაციას არ ვფლობ და ვერ მივაწვდი რუსეთს. ტერიტორია არ გამიყიდია, არანაირი დანაშაული არ ჩამიდენია. მარტო იმიტომ, რომ ჩვენ ვამბობთ: რუსეთს უნდა ველაპარაკოთ, მოვძებნოთ საერთო ენა, რომ დავიბრუნოთ სოხუმი და ცხინვალი - მარტო ამიტომ მაცხადებს რუსეთის აგენტად ვინ?! ვინც ჩააბარა კოდორი, სადაც ერთი გასროლაც არ ყოფილა, ვინც ჩააბარა ახალგორი, ვინც 155 სოფელი თუ დასახლებული პუნქტი უბრალოდ გადასცა მოწინააღმდეგეს, ვინც გაყიდა დავით გარეჯი - ის ხალხი, რომელიც მართლა აგენტია! მარტო იმიტომ, რომ ჩვენ ვამბობთ: გვინდა მშვიდობა და გვინდა, მოვძებნოთ გამოსავალი, გვაცხადებს რუსეთის აგენტად! რაიმე მოღალატეობრივი ქმედება გვაქვს ჩვენ ჩადენილი?! ვინც ყველაფერი გაყიდა, ისაა პატრიოტი და ჩვენ მოღალატე?! ამაზე იფიქრეთ!" - განაცხადა დავით თარხან-მოურავმა.
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
აშშ სანქციებს უწესებს რვა კანადურ გაცვლით კომპანიას ირანთან კავშირების გამო
კრემლმა აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე სამმხრივი მოლაპარაკებებისთვის რუსეთის დელეგაციის შემადგენლობა გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)