|
2020-10-23 11:19:30, 551 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრი - ცხელებიანი პაციენტების მიღებაში საგარეჯოს, თეთრიწყაროს, ახალციხისა და ლანჩხუთის კლინიკებიც ჩაერთვებიან
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ცხელებიანი პაციენტების მიღებაში საგარეჯოს, თეთრიწყაროს, ახალციხისა და ლანჩხუთის კლინიკებიც ჩაერთვებიან. მისივე თქმით, კლინიკების სია დღეს გახდება ცნობილი. „გვაქვს საკმაოდ დადებითი გაწერების დინამიკა აჭარაში და ქუთაისში. ქუთაისიდან 118 პაციენტი გაეწერა გუშინ, ხოლო აჭარაში 181 ადამიანი გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება საწოლფონდის გადანაწილებას, ამ კუთხით ჩვენ რეგიონალურ ჭრილში, გამომდინარე იქიდან, რომ დღეს უკვე იკვეთება კონკრეტულ რეგიონებში ინფიცირებულების რაოდენობა, ხდება იქ საწოლების მობილიზაციის საჭიროება. ასევე, დღეს ვამტკიცებთ ბრძანებით იმ კლინიკების ჩამონათვალს, რომლებიც ჩაერთვებიან საგარეჯოში, თეთრიწყაროში, ქუთაისში კიდევ დამატებით, ახალციხესა და ლანჩხუთში. ისინი მიიღებენ ცხელებიან პაციენტებს და გაუწევენ მათ საჭირო მკურნალობას და მომსახურებას“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)