|
2020-10-23 10:48:59, 603 ნახვა
კომენტარი
გიგი უგულავა - კრიმინალთან ბრძოლაში „ქართული ოცნების“ მთავრობა დამარცხდა და ზუგდიდის ინციდენტი ამის გამოვლინება იყო
„ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგი უგულავა, ზუგდიდში მომხდარ ინციდენტზე შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებას ეხმაურება. უგულავას თქმით, მინისტრის განცხადება, რომ ამ სპეცოპერაციას ხელმძღვანელობდნენ ჰუმანური მეთოდებით, არის კიდევ ერთი თვალში ნაცრის შეყრა. უგულავამ აღნიშნა, რომ ეს სპეცოპერაცია ჩაფლავდა, რადგან არც კრიმინალია დაჭერილი და არც მისი იდენტიფიცირება მომხდარა. უგულავამ აღნიშნა, რომ ამით მწვანე შუქი აენთება მსგავს დანაშაულებრივ ქმედებებს. „სრული უპასუხისმგებლობაა შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადება და მორიგი თვალში ნაცრის შეყრა, რომ სპეცოპერაციის დროს თურმე ხელმძღვანელობდნენ ჰუმანური მეთოდებით და ადამიანის ზრუნვით. უნდა ესმოდეს განსაკუთრებით შინაგან საქმეთა მინისტრს, რომ როდესაც დამნაშავე დაჭერილი არ არის და მაღალი ალბათობით ის იდენტიფიცირებულიც კი არ არის, ეს ნიშნავს, რომ ამით მწვანე შუქი ენთება მსგავს ქმედებებს. ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იან წლებში, ანტიტერორისტული ბრძოლის ორგანოები და სახელმწიფოები შეთანხმდნენ, რომ როდესაც ტერორისტი მიაღწევს თავის საწადელს, ეს ნიშნავს წახალისებას და მწვანე შუქის ანთებას მსგავსი ქმედებებისათვის. დღეს, როდესაც ჩვენ ვხედავთ ფაქტს, რომ იდენტიფიცირებულიც კი არ არის დამნაშავე, იმიტომ, რომ ან ხდება დაკავება ცხელ კვალზე ან რამდენიმე დღის შემდეგ უნდა არსებობდეს ფოტო-რობოტი, უნდა იყოს იდენტიფიცირებული პირი და საზოგადოება ერთვება ასეთ ძიებაში და თუ ვინმეს ინფორმაცია აქვს, აწვდის მას სამართალდამცველებს. ფაქტია, რომ არც ერთი მომხდარა და არც მეორე. ამიტომ, ჩვენ, სამწუხაროდ, გადაუჭარბებლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ მომენტისთვის ეს არის ჩაფლავებული ოპერაცია და უნდა ავღნიშნოთ, რომ კრიმინალთან ბრძოლაში ქართული ოცნების მთავრობა დამარცხდა და ზუგდიდის ინციდენტი იყო ამის სამწუხარო გამოვლინება”, - განაცხადა უგულავამ.
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)