|
2020-10-23 10:39:35, 509 ნახვა
პოლიტიკა
ნანა დევდარიანი - „პატრიოტთა ალიანსი“ უსწრებს „ქართულ ოცნებას“!
„პატრიოტთა ალიანსის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვაკის ოლქში ნანა დევდარიანი პარტიის მიერ ჩატარებულ 1 200 000-იან უპრეცედენტო გამოკითხვაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მსოფლიოში ასეთი მასშტაბური კვლევა არავის ჩაუტარებია. დევდარიანის განცხადებით, გამოკითხვის მიხედვით "პატრიოტთა ალიანსი" უსწრებს "ქართულ ოცნებას" და მას გაცილებით დიდი მხარდაჭერა აქვს. მისი თქმით, არჩევნებზე დაახლობით 1 800 000 ადამიანი მიდის, რაც ნიშნავს იმას, რომ პარტიას არჩევნებზე მიმსვლელთა უდიდესი ნაწილი - 1 200 000 ადამიანი ყავს გამოკითხული. "მე მუდმივად ვადევნებდი თვალს ყველა კვლევას - არც ერთი მათგანი არასოდეს არ დამთხვევია არჩევნების შედეგებს. აქედან შეგვიძლია გავაკეთოთ დასკვნა - ესენი ან სრულიად აცდენილები არიან რეალობას, ან უკვეთავენ კვლევებს იმ ორგანიზაციებს, რომლებიც პირდაპირ არიან დაკავშირებულნი ამა თუ იმ პოლიტიკურ ძალასთან. იმიტომ არის ასეთი განსხვავებები. ერთში ხელისუფლებას აქვს ძალიან მაღალი რეიტინგი, მეორეში "ნაციონალურ მოძრაობას". ასე რომ, 1 200 000 ადამიანის გამოკითხვა არის უპრეცედენტო მსოფლიოში, რადგან ასეთი მასშტაბური გამოკითხვა არავის ჩაუტარებია! "პატრიოტთა ალიანსმა" გადაწყვიტა, დაედო რეალური სურათი. ჩვენ არ ვამბობთ, რომ 60% გვაქვს მხარდაჭერა, თუმცა, "ქართულ ოცნებას" ვუსწრებთ. გამოკითხულთა ეს რაოდენობა მნიშვნელოვანია, რადგან არჩევნებზე დაახლობით 1 800 000 ადამიანი მოდის - ეს იმას ნიშნავს, რომ გამოკითხულია არჩევნებზე მომსვლელთა უდიდესი ნაწილი!", - განაცხადა ნანა დევდარიანმა.
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
აშშ სანქციებს უწესებს რვა კანადურ გაცვლით კომპანიას ირანთან კავშირების გამო
კრემლმა აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე სამმხრივი მოლაპარაკებებისთვის რუსეთის დელეგაციის შემადგენლობა გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)