|
2020-10-22 12:45:39, 655 ნახვა
სამართალი
ჯონდი ბაღათურია - გარეჯთან დაკავშირებით კრიმინალურმა ბანდამ თავის დროზე სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა
„კრიმინალურმა ბანდამ თავის დროზე ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული“, - ამის შესახებ „ქართულის დასის“ თავმჯდომარემ, ჯონდი ბაღათურიამ განაცხადა. მისი თქმით, გარეჯის თემაზე თავის დროზე პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი დააყენა, რაზეც საპასუხოდ მიიღო ის, რომ ის ცდებოდა. „კრიმინალურმა ბანდამ თავის დროზე ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული, მახსოვს, როცა პარლამენტის სხდომაზე გამოვედი და სახელმწიფო ღალატის გამო დავსვი სამართლებრივად პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა დავიწყე, მაშინ ყველა ერთი და იმავეს პასუხობდა, რომ თითქოს მე ვცდებოდი და ქედზე გადიოდა საზღვარი და ამბობდნენ იმას, რაც ახლა ირკვევა რომ რეალურად ჩაიდინეს, საზღვარი ქედის ქვემოდან ამოსწიეს 2006 წელს ქედის ზევით. ამაზე მაშინ გვქონდა ინფორმაცია და ვერ ვამტკიცებდით“, - განაცხადა ბაღათურიამ. ცნობისთვის, ამ წუთებში ჯონდი ბაღათურია პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება.
გიორგი დავითაძემ, გაურკვეველი მცირე საგანი გადაყლაპა - პენიტენციური
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)