|
2020-10-21 10:27:04, 437 ნახვა
სამართალი
საქართველოს სანაპირო დაცვის აბორდაჟის ჯგუფებმა ნატოს სერტიფიცირების პროგრამის მე-2 დონის შეფასება გაიარეს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის აბორდაჟის ჯგუფებმა ნატოს სერტიფიცირების მეორე დონის შეფასების პირველი საფეხური [SEL-2] გაიარეს. შეფასების პროცესი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საზღვაო ძალების ხომალდ HMS DRAGON-ის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. სანაპირო დაცვის დეპარტამენტის აბორდაჟის 2 ჯგუფი ნატოს ოპერაციული კონცეფციის შეფასებისა და უკუკავშირის პროგრამაში (OCC E&F) 2017 წელს ჩაერთო. ჯგუფების სერტიფიცირების პროცესი ორ დონესა და ოთხ საფეხურს [SEL1, NEL1, SEL2, NEL2] მოიცავს და მიზნად ისახავს ურთიერთთავსებადობის დონის ამაღლებას ნატოს საზღვაო ძალებთან. შეფასების პროცესის დასრულება დაგეგმილია 2021 წელს, რის შემდეგაც საქართველოს სანაპირო დაცვას ეყოლება ნატოს საზღვაო ოპერაციებში მონაწილეობისათვის მომზადებული, აღჭურვილი და სერტიფიცირებული სააბორდაჟო დანაყოფები. 2019 წლიდან აღნიშნულ პროცესში სანაპირო დაცვის მცურავი საშუალებები, აილენდის კლასის სადარაჯო ხომალდები "დიოსკურია" და "ოჩამჩირეც" ჩართნენ. შეფასების პროცესის პარალელურად, აქტიურად მიმდინარეობს აბორდაჟის ჯგუფების აღჭურვილობის მოდერნიზაციის პროცესი. განახლდა ტაქტიკური ქვედანაყოფების წარმომადგენლების პირადი აღჭურვილობა. ჯგუფები აღმოჩენისა და კომუნიკაციის, ასევე, ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების აღმომჩენი სპეციალური საშუალებებით აღიჭურვნენ. განახლდა შეირაღებაც - საბჭოთა წარმოების იარაღი ნატოს სტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე იარაღით შეიცვალა. აბორდაჟის ჯგუფების აღჭურვის პროცესი აშშ-ის ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის (EXBS) და თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) აქტიური მხარდაჭერით განხორციელდა.
გიორგი დავითაძემ, გაურკვეველი მცირე საგანი გადაყლაპა - პენიტენციური
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)