|
2020-10-20 12:05:55, 672 ნახვა
სამართალი
გაერთიანებული ოპოზიცია პროკურატურას ბოლნისში მომხდარი ძალადობრივი ფაქტის დაუყონებლივი გამოძიებისკენ მოუწოდებს
გაერთიანებული ოპოზიცია პროკურატურას მიმართავს და მოუწოდებს დაუყოვნებლივ გამოიძიონ ბოლნისში მომხდარი ძალადობრივი ფაქტი. აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე საარჩევნო ბლოკი ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენელმა თამარ კორძაიამ ისაუბრა. როგორც კორძაია აღნიშნავს, ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“, მათ მიერ წარმოებულ ძალადობრივ კამპანიაში დანაშულის ხარისხს სულ უფრო და უფრო ზრდიან. „ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ყოველგვარ ზღვარს გადაცილდა, რადგან დანაშაულების ხარისხი ძალადობრივი კამპანიის ფარგლებში, სულ უფრო და უფრო მძიმდება და საგანგაშო ნიშნულს უახლოვდება. ის რაც გუშინ ბოლნისში მოხდა, ეს უკვე შეიძლება დაკვალიფიცირდეს ადამიანის სიცოცხლის განზრახ მოსპობის მცდელობა. 19 ოქტომბერს 17:00 საათზე კახა ოქრიაშვილის შტაბის წევრზე თავდასხმა განხორციელ;და. ლევან მიქელაძეზე თავდასხმის ფორმა იყო შემდეგი - როდესაც გამოდიოდა ბოლნისიდან მ,ას დაედავნა მანქანა, რომელიც 10 კილომეტრის მანძილზე მისდევდა. სპეციალურად ეჯახებოდა, რომ გზიდან გადაეგდო. ბოლოს 6-ჯერ მოხდა გასროლა. მანქნას ეტყობა ნატყვიარიც. მანქანას ეტყობა შეჯახების კვალიც. ეს უკვე ყველანაირ ზღვარს სცდება. ესაა იმის დადასტურება, რომ არავის ამ ქვეყანაში სამართლიანი არჩევნების ჩატარება არ აინტერესებს ოპოზიციის გარდა. თავდამსხმელები იდენტიფიცირებულები არიან. მივმართავთ პროკურატურას, რომ დაიწყოს გამოძიება და დააკაონ ის ადამიანები, ვინც ამ დანაშაულში მონაწილეობდნენ. სახელი და გვარები ცნობილია. ესენი არიან მეშველიანის შტაბის წევრები. ისინი ეხმარებიან მას კამპანიაში. ამიტომ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ოცნება გადასულია უმძიმესი დანაშაულებების გზით არჩევნების მოგებისთვის ბრძოლაში“, - განაცხადა თამარ კორძაიამ.
გიორგი დავითაძემ, გაურკვეველი მცირე საგანი გადაყლაპა - პენიტენციური
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)