|
2020-10-16 18:50:49, 605 ნახვა
პოლიტიკა
ცესკოს, თავისუფალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორის კომისიას და 13 ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციას შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა
ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (ცესკო), თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორის კომისიას და 13 ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციას შორისურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა. „ეს არის მნიშვნელოვანი მემორანდუმი. ცესკოსა და უწყებათაშორისი კომისიის გარდა უკვე 13-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ მოაწერა მას ხელი და ვფიქრობთ, რომ ეს ჩვენი უკვე წლების განმავლობაში დამკვიდრებული ინიციატივა და ტრადიცია ხელს უწყობს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესახებ საკითხების ერთგვაროვან აღქმას და ზოგადად საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას,“ - განაცხადა თამარ ჟვანიამ მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ. მემორანდუმზე ხელმომწერი მხარეები თანხმდებიან, რომ საარჩევნო კოდექსის 45-ე, 48-ე და 49-ე მუხლების ქვემოთ მოყვანილი ნორმები მათ მიერ განმარტებულია მემორანდუმის ტექსტის შესაბამისად და ადმინისტრაციული და სასამართლო წარმოების დროს იხელმძღვანელებენ მემორანდუმში მითითებული განმარტებებით. როგორც დღევანდელ ღონისძიებაზე თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარემ გოჩა ლორთქიფანიძემ განაცხადა: „მემორანდუმის ხელმოწერის მნიშვნელობა არის ძალიან დიდი და ღირებული იმდენად რამდენადაც ემსახურება არამარტო ერთიანი აღქმის ფორმირებას, არამედ ერთიანი საარჩევნო კულტურის ფორმირებას. მეტი ზიარი გაგება საარჩევნო პროცესში ჩართული აქტორების მხრიდან ეხმარება იმას, რომ მივაღწიოთ მთავარ მიზანს, რაც არის ისეთი საარჩევნო გარემო, რომლის ფარგლებში ნებისმიერ ამომრჩეველს შეუძლია თავისი ნების თავისუფლად გამოხატვა.“ მემორანდუმზე ხელმოწერა და ამით მის პრინციპებთან მიერთება შეუძლია იმ არასამთავრობო სექტორის და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, ვინც იზიარებს მემორანდუმის მუხლებში მითითებულ განმარტებებს. ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი საარჩევნო ადმინისტრაციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების სამუშაო შეხვედრების საფუძველზე საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან (IFES) თანამშრომლობით შემუშავდა. IFES-ი მსგავსი მემორანდუმის გაფორმებას უკვე ბოლო რამდენიმე საარჩევნო ციკლია უწევს ფასილიტაციას, რაც საარჩევნო პროცესში ჩართული მხარეებისთვის თანაბარი პირობების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად. როგორც შეხვედრის დასრულებისას საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ხელმძღვანელმა ქეთი მაისურაძემ აღნიშნა - საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი (IFES) აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით აგრძელებს ამ პროცესის ფასილიტაციას, - „ვიმედოვნებთ, რომ სამომავლოდ არჩევნები ბევრად უფრო თავისუფალი იქნება ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების ფაქტებისგან“, - განაცხადა IFES-ის ხელმძღვანელმა.
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
აშშ სანქციებს უწესებს რვა კანადურ გაცვლით კომპანიას ირანთან კავშირების გამო
კრემლმა აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე სამმხრივი მოლაპარაკებებისთვის რუსეთის დელეგაციის შემადგენლობა გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)