23:46 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-16 13:23:31, 427 ნახვა

პოლიტიკა
რესან კონცელიძე და ტიტე აროშიძე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ
„ქართული ოცნების" ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რესან კონცელიძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარობის კანდიდატი, ტიტე აროშიძე ადგილობრივი  ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ. მაჟორიტარობის კანდიდატებმა, ადგილობრივ ბიზნეს სექტორს საკუთარი ხედვები  და სამომავლო გეგმები  წარუდგინეს. აგრეთვე, საუბარი შეეხო ბიზნესგარემოს გაუმჯობესებასა და ბიზნეს სექტორში არსებულ გამოწვევებს.  მნიშვნელოვანი ყურადღება გამახვილდა რეგიონში ბიზნესის განვითარების საკითხებსა და მის ხელშეწყობაზე. ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ პრობლემური საკითხების შესახებ კანდიდატებისათვის კითხვები დაესვათ. ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" აჭარის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე  და ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი ესწრებოდნენ.



ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics