11:13 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-15 14:07:17, 573 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრი - სახელმწიფოს აღრიცხული ჰყავს ყველა ის მოქალაქე, ვისაც ესაჭიროება გრიპის ვაქცინა

ჩვენ შევიძინეთ გრიპის ვაქცინის უპრეცედენტო რაოდენობა, რომელიც 3-ჯერ აღემატება წინა წლებში შეძენილს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში, ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, მთავრობას აღრიცხული ჰყავს ყველა ის ადამიანი, ვისაც ვაქცინა ესაჭიროება.

„არა ერთხელ დავაანონსეთ, რომ შევიძინეთ უპრეცედენტო რაოდენობა გრიპის ვაქცინის, ეს რაოდენობა აღემატება სამჯერ იმას, რასაც საქართველო წინა წლებში მოიხმარდა და წინა წლებში, ჩვენ ხშირ შემთხვევაში გვქონდა არ გამოყენებული გრიპის ვაქცინა, ვინაიდან ის საქართველოში პოპულარობით არ სარგებლობდა. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გვქონდა მოლოდინი, რომ მოთხოვნა გაიზრდებოდა, შევიძინეთ 3-ჯერ მეტი რაოდეობა, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ის გამოყენებული იქნას რისკ ჯგუფებში და აქაც, პირველ ეტაპზე მოხდება იმ ადამიანების აცრა, ვისაც ეს უკიდურესად, დროულად ესაჭიროება. დღესდღეობით ჩვენ გვაქვს მიღებული პირველი რაოდენობა და შემდეგ უკვე ველოდებით დამატებით რაოდენობას, ნოემბერში ჩვენ გვექნება სრული რაოდენობით ვაქცინა. სახელმწიფოს აღრიცხული ჰყავს ის ადამიანები, ვისაც ვაქცინა ესაჭიროება, მოხდება მათთან დაკავშირება და ყველა ადამიანი, ვისთვისაც არის ეს მნიშვნელოვანი იქნება აცრილი“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
NYT: ტრამპი აპირებს, თურქეთისთვის ამერიკული F-35 გამანადგურებლების მიყიდვის ნებართვა მისცეს
პოლონეთმა განაცხადა, რომ 2022 წლიდან დღემდე უკრაინას 4.5 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი გადასცა
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის შედეგს „ცა“ განსაზღვრავს და პუტინს მოსკოვში ათასი დრონის გაგზავნით დაემუქრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics