|
2020-10-13 14:01:46, 586 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - წინა ხელისუფლების პირობებში, ადამიანის შრომას ფასი ჰქონდა დაკარგული, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით კი, კაცთმოძულე რეჟიმი წარსულს ჩავაბარეთ
წინა ხელისუფლების პირობებში, ადამიანის შრომას ფასი ჰქონდა დაკარგული, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით კი, კაცთმოძულე რეჟიმი წარსულს ჩავაბარეთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ახალქალაქში, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის სამველ მანუკიანის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, მთავრობისთვის უპირველესი ამოცანა ადამიანი, მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვაა. „დღეს ჩვენ ვიმყოფებით ახალქალაქის ციხესთან, ისტორიით სავსე ადგილთან და ძალიან მშრომელი, მაგარი ადამიანების წინაშე. ახალქალაქში ჩვენი მოძმე ერის წარმომადგენლები ცხოვრობენ, რომლებიც ყოველდღიური შრომით აძლიერებენ რეგიონს, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას და საქართველოს კიდევ უფრო მეტად ალამაზებენ, რომლის სიმდიდრე არის მრავალფეროვნებაში. სწორედ მრავალეროვანი, მრავალეთნიკური და განსხვავებული ადამიანების ერთობა, მათი საქართველოს სამსახურში ყოფნაა ის, რამაც ჩვენი ქვეყანა ასეთი განსაკუთრებული გახადა. ჩვენი გუნდისთვის, "ქართული ოცნებისთვის" რეგიონების განვითარებას გადამწყვეტი და საკვანძო მნიშვნელობა აქვს. წინა ხელისუფლების პირობებში, ადამიანის შრომას ფასი ჰქონდა დაკარგული და სახელმწიფო რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებს ყურადღებას არ აქცევდა და მეტიც, საკუთარ მოქალაქეებზე სასტიკად ძალადობდა. თუმცა, ჩვენ, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობითა და ხელმძღვანელობით, კაცთმოძულე რეჟიმი წარსულს ჩავაბარეთ და დავიწყეთ ჭეშმარიტად ევროპული, დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობა, სადაც ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი, მისი უფლებების დაცვა და ცხოვრების ღირსეული პირობების შექმნაა. სწორედ ამ მიზნით განხორციელდა უამრავი რეფორმა სოფლის მეურნეობის, მეწარმეობის, განათლების, ჯანდაცვის და სხვა სფეროების მიმართულებით, რამაც ქვეყანაში ვითარება დადებითად შეცვალა და ქვეყანა განვითარების სწორ რელსებზე დააყენა. დღესაც, მიუხედავად იმისა, რომ რეგიონში და ზოგადად, ქვეყანაში ბევრი გამოწევა და პრობლემაა, ხალხი მთავრობის თანადგომას მუდმივად გრძნობს და აფასებს. ყველა ხედავს, რომ მთავრობისთვის უპირველესი ამოცანა ადამიანი, მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვაა, რასთან ერთადაც მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება და ქვეყნის ეკონომიკის დაჩქარებული ტემპებით განვითარებაა პრიორიტეტული. კორონავირუსმა მთლიანად შეცვალა როგორც მოქალაქეების, ისე მთავრობის გეგმები, თუმცა ჩვენ ვალდებულები ვართ, ამ გამოწვევას ღირსეულად გავუმკლავდეთ და სტაბილურობით, სიმშვიდის შენარჩუნებითა და გაასმაგებული შრომით, ქვეყანა წარმატების გზაზე გავიყვანოთ. სიმშვიდე, სტაბილურობა და საქართველოს წარმატებაა. ჩვენი ყველას ვალია, კიდევ ერთხელ დავდგეთ ერთად და მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ღირსეულად, სამართლიანად გავიმარჯვოთ. ყველამ ერთად წარმატებული საქართველოს მშენებლობა უნდა გავაგრძელოთ და ამ პროცესში უნდა მივიღოთ მონაწილეობა“, - განაცხადა კალაძემ.
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
აშშ სანქციებს უწესებს რვა კანადურ გაცვლით კომპანიას ირანთან კავშირების გამო
კრემლმა აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე სამმხრივი მოლაპარაკებებისთვის რუსეთის დელეგაციის შემადგენლობა გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)