|
2020-10-12 16:56:39, 482 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე - ჩემთვის დიდი პატივია მშრომელი, პატრიოტი, საკუთარ ქალაქსა და კუთხეზე შეყვარებული ხალხის წინაშე წარვსდგე
„ჩემთვის დიდი პატივია მშრომელი, პატრიოტი, საკუთარ ქალაქსა და კუთხეზე შეყვარებული ხალხის წინაშე წარვსდგე“ , - ამის შესახებ თბილისი მერმა კახი კალაძემ ახალციხეში, ადიგენის, ახალციხის, ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ანტონ ობოლაშვილის წარდგენაზე განაცხადა. „ჩემთვის დიდი პატივია მშრომელი, პატრიოტი, საკუთარ ქალაქსა და კუთხეზე შეყვარებული ხალხის წინაშე წარვსდგე ამ ქალაქში, რომელიც ისტორიული სამცხის ცენტრი და სამხრეთ საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული მარგალიტია. აქ არსებული ციხის კედლები უამრავ საგმირო საქმეს, ვაჟკაცობის, სიყვარულისა და საკუთარი სამშობლოსთვის თავგანწირვის ძალიან ბევრ ისტორიას ინახავს. ამ ადგილებში ადამიანი ჯერ კიდევ ადრეული ბრინჯაოს ხანაში სახლობდა, თქვენი ქალაქი კი საუკუნეების მანძილზე საქართველოსთვის უდიდესი პოლიტიკური თუ ეკონომიკური მნიშვნელობის ცენტრს წარმოადგენდა. ახალციხე განსხვავებული ეთნიკური თუ რელიგიური ჯგუფების მშვიდობიანი თანაცხოვრების ერთ-ერთი უნიკალური მაგალითია, რის განმაპირობებელიც საკუთარი სამშობლოს სიყვარული და მასზე ზრუნვაა. დღესაც გვხვდება ამ ქალაქში ისტორიული მეჩეთი, სინაგოგა, თუ ეკლესია, რომელიც ამ ქალაქს ალამაზებს და გასაკუთრებულ ხიბლს, ისტორიულ და კულტურულ დანიშნულებას სძენს. რა თქმა უნდა, უდიდეს ისტორიულ ღირებულებასთან ერთად, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ადგილები უნიკალური მინერალური და სამკურნალო წყლებით არის ცნობილი, რომელიც გამორჩეულ ბალნეოლოგიურ კურორტს ქმნის, რომლის არ გამოყენებაც კატეგორიულად მიუღებელია. ამ მიმართულებით 2012 წლის შემდეგ, რაც ხელისუფლებაში "ქართული ოცნება" მოვიდა, ვითარება მკვეთრად გაუმჯობესდა. განვლილი 8 წლის განმავლობაში, მუნიციპალიტეტში განხორციელდა უამრავი ინფრასტრუქტურული, ეკონომიკური თუ სოციალური პროექტი, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობის ხარისხის ზრდაზე პირდაპირ გავლენას ახდენს. ახალციხეში, ისევე, როგორც მთელ საქართველოში სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის განვითარებისთვის უამრავი პროგრამა მოქმედებს, რომელიც სახელმწიფოსა და კერძო სექტორის უნიკალური თანამშრომლობის მაგალითს, განვითარებულ ბიზნესსა და წარმოებას, ახალ სამუშაო ადგილებსა და მუნიციპალიტეტში დამატებით შემოსავლებს ქმნის. რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად გვესმის, რომ წინ ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო, ბევრი პრობლემაა, გამოწვევები, რომელსაც სჭირდება 24-საათიანი მუშაობა. ამ ყველაფერს მხოლოდ ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლება ვერ გააკეთებს. აქაც მნიშვნელოვანია ჩვენი ერთობა. ჩვენ, ჩვენი ყოველდღიური მუშაობით და ქმედებებით უნდა შევქმნათ პატარ-პატარა წარმატების ისტორიები. ერთად საქართველოს წარმატებისთვის” , - განაცხადა კახა კალაძემ.
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
აშშ სანქციებს უწესებს რვა კანადურ გაცვლით კომპანიას ირანთან კავშირების გამო
კრემლმა აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე სამმხრივი მოლაპარაკებებისთვის რუსეთის დელეგაციის შემადგენლობა გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)