|
2020-10-09 17:17:46, 568 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - ჩვენი გუნდი ძალიან ბევრს გააკეთებს, რათა ქვეყანა და თითოეული მუნიციპალიტეტი წინ წასწიოს
ჩვენი გუნდი ძალიან ბევრს გააკეთებს იმისათვის, რომ მთლიანად ქვეყანა და თითოეული მუნიციპალიტეტი წასწიოს წინ, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ლენტეხში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გოჩა ენუქიძის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, მაღალმთიან რეგიონებში ადამიანების ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად კიდევ ბევრია გასაკეთებელი. „ჩემთვის დიდი პატივია მოგესალმოთ და მოგმართოთ თქვენ - ძალიან ღირსეული და ულამაზესი კუთხის შვილებს. ბუნებრივია, ჩვენთვის მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული პრიორიტეტია მაღალმთიანი რეგიონების განვითარება. ყველამ კარგად იცის, რომ ნებისმიერ სახელმწიფოში მაღალმთიან რეგიონებს განსაკუთრებული ზრუნვა, სახელმწიფოსგან განსაკუთრებული თანადგომა და მხარდაჭერა ესაჭიროება. ეს კარგად გაიაზრა „ქართულმა ოცნებამ", როდესაც ჩვენ მივიღეთ ახალი კანონი, კანონი მთის შესახებ, რითაც დადგინდა ძალიან მნიშვნელოვანი პრივილეგიები და შეღავათები, რომელიც აუმჯობესებს ადამიანების სოციალურ მდგომარეობას, ქმნის უკეთეს შესაძლებლობებს იმისათვის, რომ განვითარდეს ეკონომიკა, მათ შორის, მაღალმთიან რეგიონებში. თუმცა გვესმის, რომ ეს საკმარისი არ არის და კიდევ ძალიან ბევრია გასაკეთებელი იმისათვის, რომ მაღალმთიან რეგიონებში და მათ შორის ლენტეხის მუნიციპალიტეტში ადამიანების ცხოვრების პირობები გაუმჯობესდეს. ბუნებრივია, ეს იქნება ჩვენი პრიორიტეტი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. „ქართული ოცნება" გამოირჩევა იმით, რომ მას აქვს მომდევნო ოთხი წლის, ქვეყნის განვითარებისთვის კარგად გააზრებული ხედვა და სწორედ ამ გეგმას გავყვებით ჩვენ, როდესაც ვიზრუნებთ ლენტეხის შემდგომ განვითარებაზე. გარდა ამისა, გამოვირჩევით იმით, რომ გვყავს ძალიან ძლიერი, ახალი საპარლამენტო გუნდი, რომლის სიის სათავეში დგას პრემიერი გიორგი გახარია და რომელშიც წარმოდგენილნი არიან როგორც ჩვენი საპარლამენტო გუნდის გამოცდილი წევრები, ასევე ახალი სახეები. ეს გუნდი ძალიან ბევრს გააკეთებს იმისათვის, რომ მთლიანად ქვეყანა და თითოეული მუნიციპალიტეტი წასწიოს წინ, წინ წასწიოს ლენტეხის მუნიციპალიტეტი. ჩვენ უნდა დავდგეთ ერთად. გუშინდელმა დღემ, საფეხბურთო წარმატებამ გვაჩვენა ის, რომ სადაც ვდგავართ ერთად და სადაც არის შემართება, იქ აუცილებლად არის გამარჯვება. 31 ოქტომბერს ჩვენ ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ“, - განაცხადა კობახიძემ.
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
აშშ სანქციებს უწესებს რვა კანადურ გაცვლით კომპანიას ირანთან კავშირების გამო
კრემლმა აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე სამმხრივი მოლაპარაკებებისთვის რუსეთის დელეგაციის შემადგენლობა გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)