16:24 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-07 19:23:35, 587 ნახვა

საზოგადოება
გენერალურ პროკურატურასთან აქცია მიმდინარეობს

საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსის, ივერი მელაშვილის და წევრის, ნატალია ილიჩოვას მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.

აქციაზე  ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები იმყოფებიან. აქციის მონაწილეები დაკავებულებს სოლიდარობას უცხადებენ.

შეგახსენებთ, რომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დღეს, 7 ოქტომბერს დააკავეს.

მათ ბრალად უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება ედებათ.

 პროკურატურა პატიმრობას მოითხოვს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ილიჩოვასა და მელაშვილს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დეპარტამენტი: ავტობანის ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი 9 ივლისამდე ჩაიკეტება
უკრაინის გენშტაბი რუსეთში დაბომბილი სტრატეგიული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics