|
2020-10-06 10:11:12, 575 ნახვა
სამართალი
შსს-ს აკადემიამ ISO 21001:2018 ხარისხის მართვის სერტიფიკატი მიიღო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიამ სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის - ISO 21001:2018 ხარისხის მართვის სერტიფიკატი მიიღო. ISO 21001:2018 კატეგორიის სერტიფიკატი საგანმანათლებლო დაწესებულებებზე ვრცელდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიისთვის სერტიფიკატის მიღების პროცესი განხორციელდა ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის - „ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ხელშეწყობა“ - დაფინანსებითა და მასერტიფიცირებელი ორგანოს - „ბიურო ვერიტას ჯორჯია“ ჩართულობით. ISO 21001:2018 წარმოადგენს სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის უახლეს გამოცემას საგანმანათლებლო ორგანიზაციების მენეჯმენტის სისტემების რეგულაციისათვის. აღნიშნული სტანდარტი ორიენტირებულია საგანმანათლებლო ორგანიზაციების მენეჯმენტის სისტემის გაძლიერებაზე, მათი მომსახურებისა და პროდუქტების ხარისხის ამაღლებაზე. აღსანიშნავია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია ერთადერთი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებაა საქართველოში, რომელსაც სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ISO 21001:2018 სერტიფიკატი გააჩნია.
მრავალჯერ ნასამართლებმა პირმა სოფელ ინგირში ერთი ადამიანი დაჭრა და მიიმალა - იგი დააკავეს
საქართველო სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს აღსრულებას ან აფერხებს ან არ ასრულებს - საია
კავკასიის უნივერსიტეტის CU Welcome Party-ზე რამდენიმე სტუდენტი მოიწამლა
აქტივისტს ასამართლებენ იმ აქციის გამო, რომელსაც არ დასწრებია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)