|
2020-10-05 23:09:26, 647 ნახვა
სამართალი
პოლიციამ დედოფლისწყაროში მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, დედოფლისწყაროში 1987 წელს დაბადებული მ.მ. დააკავეს. ამის შესახებ „ექსპრესნიუს“ შსს-მ განუცხადა. შეგახსენებთ, რომ ბრალდებულმა დედოფლისწყაროში, ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა თავის მეზობელს - 1967 წელს დაბადებულ დ.ქ.-ს. პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე, დედოფლისწყაროში დააკავა. დ.ქ. შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სპეციალისტია და შემთხვევის დროს ის სამსახურეობრივ მოვალეობას არ ასრულებდა. დაშავებული გადაყვანილია საავადმყოფოში, სადაც მას შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა უტარდება. განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მრავალჯერ ნასამართლებმა პირმა სოფელ ინგირში ერთი ადამიანი დაჭრა და მიიმალა - იგი დააკავეს
საქართველო სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს აღსრულებას ან აფერხებს ან არ ასრულებს - საია
კავკასიის უნივერსიტეტის CU Welcome Party-ზე რამდენიმე სტუდენტი მოიწამლა
აქტივისტს ასამართლებენ იმ აქციის გამო, რომელსაც არ დასწრებია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)