17:32 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-05 16:54:18, 518 ნახვა

საზოგადოება
წყალმომარაგების კომპანია - გორში სასმელი წყალი დადგენილ ნორმებს აკმაყოფილებს

ქალაქ გორში, წყალმომარაგების კომპანიის ლაბორატორიის  მიერ შემოწმებული პირველადი მონცამებით, ორგანულეპტიკური და ფიზიკურ-ქიმიური მაჩვენებლებით, სასმელი წყალი აკმაყოფილებს წყლის ტექნიკურ რეგლამენტით დადგენილ ნორმებს. 

ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" წყალმომარაგების კომპანიამ განუცხადა.

"გაერთიანებული წყალომარაგების კომაპნია განაგრძობს  წყლის მიკრობილოგიური მაჩვენებლებით კვლევას, რომლის შედეგები  24 საათში გახდება ცნობილი.

პარალელურად,  სურსათის ეროვნულ სააგენტო ახორციელებს  წყლის სინჯების აღებას სათავე ნაგებობიდან და სხვადასხვა წერტილიდან,რომლის პასუხები უახლოეს პერიოდში იქნება ცნობილი.

სათავენ ნაგებობაზე იმყოფებიან კომპანიის ტექნიკური ჯგუფები და ატარებენ შესაბამის ღონისძიებებს. ადგილზე ჩავა და ვითარებას გაეცნობა წყალმომარაგების კომპანიის ტექნიკური დირექტორი ირაკლი ნაფეტვარიძე .

აღსანიშნავია, რომ წყალმომარგების კომპანია  გორში,  ყოველდღიურად   იღებს  წყლის სინჯებს  სხვადასხვა ლოკაციიდან.

 გასულ  დღეებში ჩატარებული სინჯების მონიტორინგის  შედეგების მიხედვით  სასმელი წყალი დადგენილ ნორმებს სრულად აკმაყოფილებდა", - აცხადებენ კომპანიაში.

შეგახსენებთ, რომ გორში, სამედიცინო ცენტრ „იავნანაში“ მოწამვლის სიმპტომებით 46 ბავშვი შეიყვანეს. კლინიკის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ლია ლაზარაძის განცხადებით, 16 რჩება სტაციონარში, დანარჩენები კი ბინაზე გაეწერნენ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
დონალდ ტრამპი ანკარაში ჩავიდა
პაპუაშვილი: ევროკავშირს აღარ აქვს ფუფუნება, საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს
დეპარტამენტი: ავტობანის ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი 9 ივლისამდე ჩაიკეტება
უკრაინის გენშტაბი რუსეთში დაბომბილი სტრატეგიული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics