|
2020-10-05 14:10:45, 583 ნახვა
საზოგადოება
ხმაური თბილისის მერიასთან - დაკავებულია რამდენიმე აქტივისტი
თბილისის მერიასთან აქცია იმართება. ადგილზე იყო დაპირისპირებაც. „სტრატეგია აღმაშენებლის“ აქტივისტები პარტიისთვის გამოწერილი ჯარიმების გაუქმებას მოითხოვდნენ. აქტივისტებს მერიაში განაცხადის შეტანა უნდოდათ, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცავებმა არ მისცეს. აქციაზე რამდენიმე ატივისტიც დააკავა. აქციის მონაწილის განცხადებით, პოლიციელებმა აქტივისტები უკანონოდ დააკავეს. "ასე გამოიყვანა კალაძემ თავისი ხელის ბიჭები. დააკავეს ჩვენი თანამებრძოლები. ყველანაირი ხერხით, ყველაფერს აკეთებენ, რომ როგორმე ის ჯარიმები, რომლებიც ჩვენ უკანონოდ დაგვიწერეს საარჩევნო კამპანიის დროს, გააპრავონ. წაიყვანეს ჩვენი თანამებრძოლები. თან ისე წაიყვანეს, რომ ყველაფერი გახადეს, გაიტაცეს. მივმართავ კალაძეს, ღირდა ამად?", - განაცხადა აქტივისტმა. ადგილზე იმყოფება "სტრატეგია აღმაშენებლის" დამფუძნებელი გიორგი ვაშაძეც, რომელიც აცხადებს, რომ "ბანკების დამცველი კალაძე კანონს არღვევს".
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|




ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)