|
2020-10-05 13:50:43, 426 ნახვა
საზოგადოება
8 ოქტომბრამდე დასავლეთ საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 5 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელია გრილი და დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი. 6-8 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში დათბება და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა +25, +30 გრადუსამდე მოიმატებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, აღმოსავლეთ საქართველოში 5-7 ოქტომბერს მოსალოდნელია მცირე ნალექი და ნისლი. მაღალმთიან ზონაში ღამის საათებში შესაძლოა თოვლჭყაპი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა ბარში +15, +20 გრადუსის ფარგლებში იქნება, ხოლო 8 ოქტომბერს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში 5-6 ოქტომბერს შესაძლებელია მცირე წვიმა და ნისლი, 7-8 ოქტომბერს კი უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)