|
2020-10-04 17:34:56, 772 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება - ლატვიის დედაქალაქიდან 108 მგზავრი ჩამოფრინდა, აქედან 96 საერთაშორისო ვიზიტორია
დღეს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში რიგა-ქუთაისი-რიგის მიმართულებით 6 თვის შემდეგ პირველი რეგულარული რეისი შესრულდა. „ლატვიის დედაქალაქიდან 108 მგზავრი ჩამოფრინდა, აქედან 96 საერთაშორისო ვიზიტორია“ , - ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის მოადგილემ ლევან ცხადაძემ. „მოხარულები ვართ, რომ 6 თვიანი პაუზის შემდეგ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში რიგის მიმართულებით რეგულარული ავიარეისების შესრულება განახლდა. ამ ეტაპზე ფრენები შესრულდება კვირაში ერთი სიხშირით, ხოლო ქვეყანაში არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე ეტაპობრივად დაემატება სიხშირეები და სხვა მიმართულებები. აეროპორტი მზად არის COVID 19-ის ეპიდემიის დროს დაწესებული ყველა წესის სრული დაცვით მოემსახუროს როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ რეისებს“ , - განაცხადა ლევან ცხადაძემ. შეგახსენებთ, რომ დღეს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან უნგრულმა კომპანიამ Wizz Air რიგა-ქუთაისი-რიგის მიმართულები 6 თვიანი პაუზის შემდეგ პირველი ავიარეისი შესრულდა. ავიაკომპანია რეისებს კვირაში ერთხელ შეასრულებს, არსებული რეგულაციების თანახმად კი, ტერმინალში დაიშვებიან მხოლოდ მგზავრები.
დეპარტამენტი: ავტობანის ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი 9 ივლისამდე ჩაიკეტება
უკრაინის გენშტაბი რუსეთში დაბომბილი სტრატეგიული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)