|
2020-10-03 17:30:18, 751 ნახვა
საზოგადოება
მდინარე სატეხიაში გადავარდნილი ავტომობილის მძღოლის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება
მდინარე სატეხიაში მეწყრისას გადავარდნილი ავტომობილის მძღოლის სამძებრო სამუშაოები გრძელდება. ამის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „მეხანძრე-მაშველებმა აჭარაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, მეწყერში მოყოლილი მეხუთე ადამიანის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი არასრულწლოვნის ცხედარი მეწყრული მასიდან უკვე ამოტანილია. მანამდე, მეხანძრე-მაშველებმა მძიმე ტექნიკის დახმარებით იპოვეს მეწყერში მოყოლილი ოჯახის ორი წევრის და ასევე, ავტომობილში მყოფი ორი მამაკაცის ცხედრები. 120 მეხანძრე-მაშველი და მძიმე ტექნიკა, დაახლოებით, 40 000 ტონა მეწყრულ მასაში მოყოლილ მოქალაქეებს 24-საათიან, უწყვეტ რეჟიმში ეძებდნენ. სამუშაოებს უამინდობა ართულებდა. ამ დროისთვის, საძიებო სამუშაოები გრძელდება მდინარე სატეხიაში, საიდანაც გადავარდნილი ავტომობილი უკვე ამოღებულია, ხოლო მისი მძღოლი დაკარგულია“, - ვკითხულობთ განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ მეწყერი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 1 ოქტომბერს, გვიან ღამით ჩამოწვა. შემთხვევის შედეგად საცხოვრებელი სახლი და ავტომობილი მიწის მასის ქვეშ მოექცა. მაშველებმა მეწყერში მოყოლილი ავტომობილი, მისი ორი მგზავრი და ერთი ოჯახის სამი წევრის ცხედრები უკვე იპოვეს.
დეპარტამენტი: ავტობანის ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი 9 ივლისამდე ჩაიკეტება
უკრაინის გენშტაბი რუსეთში დაბომბილი სტრატეგიული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)