18:53 - 07 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-02 23:21:42, 628 ნახვა

პოლიტიკა
ბურჯანაძე - დიპლომატი ვარ, არც პუტინს შევაგინებ და არც სხვას, ამით შედეგსაც მივაღწევ

„დიპლომატი ვარ, არც პუტინს შევაგინებ და არც სხვას, ამით შედეგსაც მივაღწევ“ , - ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“- ის ეთერში  „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი ოკუპანტია, თუმცა მოლაპარაკებაზე ამ სიტყვის გამოყენებას არ აპირებს.

„კი, რუსეთი ოკუპანტია და ეს კიდევ გავიმეოროთ? მე თქვენ დამიწერეთ გადაცემის ბოლომდე რამდენჯერ გავიმეორო ეს ფრაზა და ვიტყვი.

ზუსტად იმიტომ, რომ არ ვიგინები და ვარ დიპლომატი არ შევაგინებ არც პუტინს და არც სხვას. მოლაპარაკებაზე ჩასული კი არ ვეტყვი შე ოკუპანტოთქო ასე არ დავიწყებ დიალოგს და მივაღწევ კიდეც შედეგს.

ვინც იძახდა ოკუპანტი, ოკუპნატიო, ქვეყნიდან არის გაქცეული და საქართველოს ტერიტორიის 20% დაკარგულია“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
აშშ სანქციებს უწესებს რვა კანადურ გაცვლით კომპანიას ირანთან კავშირების გამო
კრემლმა აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე სამმხრივი მოლაპარაკებებისთვის რუსეთის დელეგაციის შემადგენლობა გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics