|
2020-10-02 21:55:47, 788 ნახვა
საზოგადოება
საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის მიზნით გრანტი 170 დევნილს გადაეცემა
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო დასაქმების, სასოფლო-სამეურნეო და სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით გრანტს 170 დევნილს გადასცემს. დევნილთა ინიციატივების მხარდაჭერის საგრანტო პროგრამა - თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით, 2500 ლარის ღირებულების ტექნიკა და ხელსაწყოები 135 დევნილს გადაეცემა. სახელობო იარაღები დევნილებმა საჭიროებების შესაბამისად, თავადვე შეარჩიეს. პროგრამაში მონაწილეობა 65 001-დან 100 001-მდე სოციალური ქულის მქონე დევნილებს შეეძლოთ. ეკონომიკური აგენტის მხარდაჭერის პროგრამა - საქმიანობის ხელშეწყობისა და გაფართოების მიზნით, 20 დევნილი მეწარმე 4000-დან 7500-მდე ლარის ფარგლებში დაფინანსდება. მეწარმეები მინიმუმ ერთი იძულებით გადაადგილებული პირის დასაქმების ვალდებულებას იღებენ. პროგრამა სააგენტოსა და საერთაშორისო ორგანიზაცია „მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ“ (AHH) თანამშრომლობის შედეგად ხორციელდება. სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის საგრანტო პროგრამა - სათბურის მოწყობის მიზნით, 15 დევნილი დაფინანსდება. გრანტი მაქსიმალური ოდენობა 14 000 ლარს შეადგენს. პრიორიტეტი ე.წ საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს მიენიჭათ. პროგრამა სააგენტოსა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) კონტრაქტორი პროექტის „ზრდა საქართველოში“ ფინანსური რესურსების გაერთიანებით ხორციელდება.
დეპარტამენტი: ავტობანის ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი 9 ივლისამდე ჩაიკეტება
უკრაინის გენშტაბი რუსეთში დაბომბილი სტრატეგიული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)