|
2020-10-02 18:16:32, 548 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერიის განცხადებით, საპატიო თბილისელების დაჯილდოების ცერემონია ხვალ სატელევიზიო ფორმატში გაიმართება
3 ოქტომბერს, 20:00 საათზე, სახელმწიფო ცერემონიების სასახლის ეზოში საპატიო თბილისელების დაჯილდოების ცერემონია და კონცერტი გაიმართება. საღამო გია ყანჩელის ხსოვნას მიეძღვნება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, ცერემონია სატელევიზიო ფორმატით, მაყურებლის გარეშე გაიმართება. საღამოზე შესრულდება დიდი მაესტროს უკვდავი მელოდიები. "საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი და მისი სამხატვრო ხელმძღვანელი - ნიკოლოზ რაჭველი, ნანი ბრეგვაძე, გიორგი ცაგარელი, ნატო მეტონიძე, ლიზა ბაგრატიონი, ეკა მამალაძე, Georgian Six. შეგახსენებთ, რომ წლევანდელი თბილისობა მთლიანად გია ყანჩელს ეძღვნებოდა, მაგრამ ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო, თბილისის მერიამ დედაქალაქის დღესასწაულთან დაკავშირებული ყველა ღონისძიება, გარდა საპატიო თბილისელების დაჯილდოებისა, გააუქმა", - აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.
დეპარტამენტი: ავტობანის ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი 9 ივლისამდე ჩაიკეტება
უკრაინის გენშტაბი რუსეთში დაბომბილი სტრატეგიული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)