|
2020-10-02 10:54:18, 462 ნახვა
საზოგადოება
„თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ ბრალდებულმა ექიმმა 50 000-ლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ ციხე დატოვა
„თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ ბრალდებულმა ექიმმა 50 000-ლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ ციხე დატოვა, - ამის შესახებ ექიმი ვახტანგ ყიფიანი სოციალურ ქსელში წერს. ყიფიანს იმედი აქვს, რომ თავის უდანაშაულობას დაამტკიცებს. „დავტოვე საპატიმრო. დავუბრუნდი ოჯახს და საქმეს. პირველი ნაბიჯი გადაიდგა ჩემი სიმართლის დამტკიცებისკენ. ციხეში გატარებული ყოველი დღე იყო უმძიმესი - პირველ რიგში უსამართლობის განცდის გამო, მაგრამ არცერთი წუთით არ დამიკარგავს რწმენა, იმედი რომ შევძლებ ჩემი უდანაშაულობის დამტკიცებას. მინდა დიდი მადლობა ვუთხრა მთელ სამედიცინო საზოგადოებას ასეთი ერთსულოვანი მხარდაჭერისთვის, ჩემს მეგობრებს, უამრავ ჩემთვის უცნობ ადამიანს, რომელმაც გულთან ახლოს მიიტანა ჩემი განსაცდელი. მადლობა, ჯანდაცვის მინისტრს ჩართულობისთვის, მყისიერი რეაგირებისთვის. იმედი მაქვს სამართლის ყველა წესის დაცვით მივაღწევთ საბოლოო შედეგს და დავამტკიცებთ ჩვენს უდანაშაულობას”, - წერს ყიფიანი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)