|
2020-10-01 16:08:00, 488 ნახვა
საზოგადოება
ვაკის რაიონში 7 მისამართზე ფიტნეს ზონები მოეწყო
ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, სავარჯიშო მოედნების მოწყობა სხვადასხვა მისამართზე გრძელდება. ამ დროისთვის, რაიონის მასშტაბით, შვიდი ფიტნეს ზონა მოეწყო შემდეგ მისამართებზე: ვაჟა-ფშაველას VII კვარტლის N2-3 კორპუსების მიმდებარედ; პოლიტკოვსკაიას N9-ს მიმდებარედ; ალ. ყაზბეგის N34; ვაჟა-ფშაველას II კვარტლის N2 კორპუსის მიმდებარედ; ნუცუბიძის III მ/რ-ის II კვარტლის N6 კორპუსის მიმდებარედ; ჭავჭავაძის N49 ა-ს მიმდებარედ; ლორთქიფანიძის N34ა-ს მიმდებარედ. ადგილობრივ მცხოვრებლებს რამდენიმე მისამართზე ვაკის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი დავით კვინიკაძე შეხვდა. თითოეულ მოედანზე გადახურულ სივრცეში რბილ საფარზე 8-8 ახალი დიზაინის სავარჯიშო ტრენაჟორია დამონტაჟებული. ტრენაჟორებს აქვს სიმძლავრის დარეგულირების ფუნქცია, ასევე USB-პორტები. ფიტნეს ზონების პროექტების ჯამური ღირებულება 192 000 ლარს შეადგენს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)