|
2020-10-01 10:06:38, 476 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ეროვნული არქივის მკვლევართა დარბაზმა მუშაობა განაახლა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის მკვლევართა დარბაზმა დღეიდან მუშაობა განაახლა. პირველ ეტაპზე დარბაზი სამეცნიერო კვლევებზე მომუშავე პირებს მოემსახურება. მკვლევართა დარბაზი გაიხსნება შემდეგ ლოკაციებზე: საისტორიო ცენტრალური არქივი (ვაჟა-ფშაველას გამზ. N1); უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივი (ვაჟა-ფშაველას გამზ. N1); კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალური არქივი (ვაჟა-ფშაველას გამზ. N1); თბილისის ცენტრალური არქივი (ზაქარიაძის ქ. N4). აღსანიშნავია, რომ მკვლევართა დარბაზში პირი დაიშვება მხოლოდ წინასწარი დაჯავშნის პრინციპით. ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, მკვლევართა დარბაზში მოქმედი შეზღუდვების, დარბაზში დაშვებისა და მუშაობის წესების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://archive.gov.ge/ge/mkvlevarta-darbazi საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ბიბლიოთეკებისთვის შემუშავებულ ზოგად რეკომენდაციებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://www.moh.gov.ge/uploads/files/Danarti_N36_-bibliotekebi.pdf?fbclid=IwAR37cCzOoeehfh_yua6i2qXF_XbWlkPfR0M8ECKTDkuRs7_pnqM6YKUNLxE
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)