12:50 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-30 15:32:02, 576 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძის განცხადებით, მელია და იმამყულიევი პროფესიონალ საარჩევნო პროვოკატორებად ჩამოყალიბდნენ

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიის წევრები ნიკა მელია და აკმამედ იმამყულიევი პროფესიონალ საარჩევნო პროვოკატორებად ჩამოყალიბდნენ.

ამასთან, როგორც კობახიძემ მმართველი გუნდის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ოპოზიციური პარტიის წევრებმა „ქართული ოცნების“ მარნეულის შტაბის წევრს, თემურ შუბითიძეს მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს.

„პარტიისა და საარჩევნო შტაბის სახელით, გვინდა გამოვხატოთ შეშფოთება ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მომხდარი პროვოკაციებისა და ინციდენტების გამო.

ჩვენ გვქონდა არაერთი შეხვედრა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, სადაც მათ ვესაუბრებოდით სიფრთხილის აუცილებლობაზე. ჩვენი მოლოდინი იყო, რომ რადიკალური ოპოზიციური პარტიებისთვის უმძიმესი საარჩევნო რეიტინგების ფონზე, ისინი აუცილებლად შეეცდებოდნენ პროვოკაციების მოწყობას. ამის თაობაზე ჩვენ ვაფრთხილებდით ჩვენს აქტივისტებსაც, მოვუწოდებდით მათ და ახლაც ყოველდღიურ რეჟიმში მოვუწოდებთ, არ აყვნენ უმძიმეს პროვოკაციებსაც კი.

ამგვარი გაფრთხილებებით ჩვენ შევძელით არაერთი ინციდენტის თავიდან არიდება სხვადასხვა საარჩევნო ოლქში. სამწუხაროდ, პრევენციული ზომების მიუხედავად, რადიკალურმა ოპოზიციამ რამდენიმე შემთხვევაში მაინც მოახერხა პროვოკაციების ინციდენტებში გადაზრდა.

დღეს ადგილი ჰქონდა კიდევ ერთ უმძიმეს პროვოკაციას, როდესაც კრიმინალური ოპოზიციის წარმომადგენლები თავს დაესხნენ ჩვენი მარნეულის შტაბის წევრს, თემურ შუბითიძეს და მიაყენეს მას თბილისში მძიმე ფიზიკური დაზიანებები. თითოეულმა თავდამსხმელმა უნდა იცოდეს, რომ ისინი კანონის მთელი სიმკაცრით აგებენ პასუხს. პროვოკაციების მოწყობის თვალსაზრისით ახლაც გამოირჩევიან ის კანდიდატები, რომლებიც უკვე წლებია პროფესიონალ საარჩევნო პროვოკატორებად ჩამოყალიბდნენ, ესენი არიან ნიკანორ მელია და აკმამედ იმამკულიევი, რომელთა შესრულებით ჩვენ გასული წლების განმავლობაში არაერთი უმძიმესი საარჩევნო პროვოკაცია ვიხილეთ.

მძიმე პროვოკაციით გამოირჩევიან კახა ოქრიაშვილის აქტივისტებიც, რამაც კიდევ ერთხელ გაგვიმყარა რწმენა, რომ „ქართული ოცნებიდან“ მისი ჩამოშორებით ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა უალტერნატივოდ სწორი გადაწყვეტილება მიიღო. აშკარაა, რომ პროვოკაციების მოწყობა, საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობისთვის ხელის შეშლა, რადიკალური ოპოზიციის მთავარ სტრატეგიულ ამოცანად იქცა, ისინი კვლავაც იმოქმედებენ იმ მეთოდებით, რა მეთოდებითაც 2012 წელს ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობდნენ. ჩვენი მთავარი ამოცანა თავისუფალი, თანასწორი და მშვიდი არჩევნების ჩატარებაა.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩვენ მხარდამჭერებსა და აქტივისტებს არ აყვნენ რადიკალური ოპოზიციის უმძიმეს პროვოკაციებსაც კი. სამართალდამცავებს მოვუწოდებთ კანონმდებლობის შესაბამისად მიიღონ ყველა ზომა ინციდენტების აღსაკვეთად და მომხდარ ინციდენტებზე რეაგირებისათვის, არცერთი სამართალდარღვევა არ უნდა დარჩეს დაუსჯელი განურჩევლად იმისა, თუ ვინ ჩაიდინა ის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„საქართველოს მელიორაცია“ ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოებს ახორციელებს
საქსტატი - 2023 წელს, ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა
The Digital Banker-მა „საქართველოს ბანკი“ საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში
TI - საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics