|
2020-09-28 16:52:22, 626 ნახვა
სამართალი
კლუბ „ბასიანის“ საქმეზე ბრალდებულს 16 წლით პატიმრობა შეეფარდა
კლუბ „ბასიანის“ საქმეზე ბრალდებულს 16 წლით პატიმრობა შეეფარდა, - აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადეს. საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, დაკავებულ ბ.ჩ.-ს ბრალად ედებოდა მკვლელობის მცდელობა ხულიგნური ქვენაგრძნობით, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ. „2020 წლის 28 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა სისხლის სამართლის საქმის განხილვა, ღამის კლუბ „ბასიანში“ მომხდარ მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით, ბრალდებულ ბ.ჩ.-ს მიმართ. მას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა. ბ.ჩ.-ს ბრალად ედებოდა მკვლელობის მცდელობა ხულიგნური ქვენაგრძნობით, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ. საქმის მასალების თანახმად, 2020 წლის 12 იანვარს ღამის საათებში, ცეცხლსასროლი სანადირო თოფით შეიარაღებული ბრალდებული არ დაემორჩილა ღამის კლუბში დადგენილ წესს და შეიჭრა ღამის კლუბ „ბასიანის“ ტერიტორიაზე, ხმამაღლა, გინებით ითხოვდა კარის გახსნას, რის გამოც სანადირო თოფიდან მოახდინა დაახლოებით 15-მდე გასროლა. შედეგად ცეცხლნასროლი ჭრილობები სხეულის სხვადასხვა მიდამოში მიიღო მომუშავე პერსონალმა. საქმის არსებითად განხილვისას ბრალდებულმა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, თუმცა, სხდომებზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ბ.ჩ.-ს მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენა“, - განაცხადეს საქალაქო სასამართლოში.
ოცნების პარლამენტმა კვლავ უარყო სკოლებში უფასო კვების შესახებ კანონპროექტი
კალაძე - ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის წინააღმდეგ, ოპოზიურად განწყობილი ძალები იმართებიან გარე პატრონებისგან
შარმანაშვილი პატიმარ დავითაძეზე - რას ყლაპავდა ან რა სპექტაკლებს დგამს?
მედვედევი: საქართველოს NATO-ში გაწევრიანების სურვილი, ახლანდელ ხელისუფლებას ესმის რომ არასწორი იყო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)