|
2020-09-26 23:36:31, 638 ნახვა
საზოგადოება
შატილის ავარიისას გადარჩენილი - ჩემი მეხსიერება წყდება, როდესაც თაფლის საყიდლად გავჩერდით
„ჩემი მეხსიერება წყდება, როდესაც თაფლის საყიდლად გავჩერდით“, - ამის შესახებ შატილის გზაზე მომხდარი ავარიისას ერთ-ერთმა გადარჩენილმა, ნატალია თხელიძემ ტელეკომპანია „პირველს“ განუცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ მხოლოდ ის ახსოვს, რომ გზა ძალიან ცუდი იყო. „ჩემი მეხსიერება წყდება, თაფლის საყიდლად რომ გავჩერდით. მეტი აღარაფერი მახსოვს. ქარი იყო, გადმოვედით და ფოტოები ძლივს გადავიღეთ, მაგრამ ასე გზა არ მახსოვს. ცუდი გზა იყო და რაღაცა, არ მახსოვს. ეგ მახსოვს, რომ ვერ ვისადილეთ და გვინდოდა წამოვსულიყავით ქვემოთ და სადმე რესტორანში შევსულიყავით“ , - განაცხადა ნატალია თხელიძემ. შეგახსენებთ, რომ ლევან რატიანის განცხადებით, სამივე პაციენტი გონს მოვიდა და მათთან ფსიქოლოგები და ნევროლოგები მუშაობენ, სამივე პაციენტს ფსიქოლოგიური ტრავმა აღენიშნება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)