18:38 - 07 Jul, 2026
|
2020-09-26 14:15:55, 653 ნახვა
საზოგადოება
დიდუბესა და დიღმის მასივში მოსასვენებელი სივრცეები ეწყობა
დიდუბის რაიონის გამგეობა სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტთან ერთად, მოსასვენებელი სივრცეების მოწყობას განაგრძობს. წერეთლის გამზირის N60-სა და დიღმის მასივის მესამე კვარტლის მესამე კორპუსთან 1600 კვ.მ ფართობზე მოსასვენებელი სივრცეების მშენებლობა მიმდინარეობს. სკვერებში უკვე მოეწყო დეკორატიული ფილები, განათების სისტემა, საჩრდილობელი, საბავშვო ატრაქციონები. მიმდინარეობს ხე-მცენარეების დარგვის პროცესი სკვერებში განთავსდება საპარკე ფურნიტურა. პროექტებს დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებთან თარაშ შურღაიასთან და ვლადიმერ ძნელაძესთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. აღნიშნული სივრცეების მოსაწყობად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 237 409 ლარია გამოყოფილი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)