|
2020-09-25 23:20:49, 565 ნახვა
სამართალი
საკონსტიტუციო სასამართლომ გენდერულ კვოტებზე „გირჩის“ სარჩელი არ დააკმაყოფილა
საკონსტიტუციო სასამართლომ გენდერულ კვოტებზე გირჩის სარჩელი არ დააკმაყოფილა. ამის შესახე საკონსტიტუციო სასამართლომ განაცხადაბა გაავრცელა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაკმაყოფილდა სარჩელის ის ნაწილი, რომლის თანახმადაც, არაკონსტიტუციურად მიიჩნია ჩანაწერი, რომელიც საარჩევნო სიის ყოველ ოთხეულში მინიმუმ ერთი კაცის არსებობას გულისხმობს. "კონსტიტუციური სარჩელი №1526 დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 203-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველი წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ადგენს, რომ საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებამდე ჩასატარებელი საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის საარჩევნო სიის ყოველ ოთხეულში ერთი პირი მაინც უნდა იყოს მამაკაცი, საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით. კონსტიტუციური სარჩელი №1526 არ დაკმაყოფილდეს სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს საარჩევნო კოდექსის 203-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველი, მე-3 და მე-4 წინადადების იმ ნორმატიული შინაარსის კონსიტიტუციურობას, რომელიც ადგენს, რომ საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებამდე ჩასატარებელი საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის საარჩევნო სიის ყოველ ოთხეულში ერთი პირი მაინც უნდა იყოს ქალი, საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით", - წერია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
ოცნების პარლამენტმა კვლავ უარყო სკოლებში უფასო კვების შესახებ კანონპროექტი
კალაძე - ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის წინააღმდეგ, ოპოზიურად განწყობილი ძალები იმართებიან გარე პატრონებისგან
შარმანაშვილი პატიმარ დავითაძეზე - რას ყლაპავდა ან რა სპექტაკლებს დგამს?
მედვედევი: საქართველოს NATO-ში გაწევრიანების სურვილი, ახლანდელ ხელისუფლებას ესმის რომ არასწორი იყო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)