|
2020-09-25 20:53:35, 849 ნახვა
საზოგადოება
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში სახლს ძეგლის სტატუსი მოუხსნა
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში სახლს ძეგლის სტატუსი მოუხსნა. ამის შესახებ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ განაცხადა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ შენობას, როგორც მისი აშენების მომენტში, ისე შემდგომ, არ გააჩნდა „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კულტურული ღირებულება „ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარმოდგენილი, მოძიებული და სააგენტოში დაცული მტკიცებულებების გამოკვლევით, ურთიერთშეჯერებით და შეფასებით, დადგენილ იქნა შემდეგი: შენობა, რომელსაც, მინიჭებული აქვს ძეგლის სტატუსი, წარმოადგენს კონსტრუქციულად და არქიტექტურულად დამოუკიდებელ ნაგებობას და აგებულია თანამედროვე პერიოდში (1990-2000 წლების მიჯნაზე), თანამედროვე მასალით. იგი საკადასტრო გეგმაზე გამოსახულია, როგორც შენობა №1. ინვენტარიზაციისას, რომელიც საფუძვლად დაედო ზემოაღნიშნული ბრძანების გამოცემას, ასევე, 2015 წლის რეინვენტარიზაციისას, შეცდომით იქნა მიჩნეული, რომ შენობა აგებულია მე-19 და მე-20 საუკუნეების მიჯნაზე, გააჩნია ისტორიული ღირებულება და წარმონადგენს კულტურულ მემკვიდრეობას. აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ მესაკუთრის მიერ წარმოებული ახალმშენებლობისას, გამოყენებული იქნა მე-20 საუკუნის დასაწყისისთვის მახასიათებელი არქიტექტურული სტილი და დეკორაციები, ხოლო ინვენტარიზაცია ჩატარდა მხოლოდ ვიზუალური დათვალიერებით, სათანადო კვლევების გარეშე. შენობას, როგორც მისი აშენების მომენტში, ისე შემდგომ, არ გააჩნდა „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კულტურული ღირებულება და არც სადღეისოდ შეუძენია, რაც ასევე დასტურდება ეროვნული სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს სტრატეგიული საკითხების სექციის 2020 წლის 17 აგვისტოს ოქმით. ზემოაღნიშნული გარემოებები უპირობოდ მიუთითებენ, რომ 2008 წლის 16 ივლისის ბრძანება, ზემოაღნიშნული შენობის ნაწილში, გამოცემის მომენტიდანვე ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას და არსებობს მისი ამ ნაწილში გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები“, – აღნიშნულია სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 21 სექტემბრის ბრძანებაში.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)