19:48 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-24 20:23:05, 675 ნახვა

საზოგადოება
მეზვრიშვილის განცხადებით, ბაღების გახსნის საკითხი მომავალ საბჭოს სხდომაზე გადაწყდება

მეზვრიშვილის განცხადებით, ბაღების გახსნის საკითხი მომავალ საბჭოს სხდომაზე გადაწყდება.

ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში დმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ბაღების საკითხი დღევანდელ სხდომაზეც განიხილეს, თუმცა ჯერ გადაწყვეტილება ბოლომდე არაა მიღებული.

“ამ საკითხზე დღესაც გაიმართა მსჯელობა, უბრალოდ, გადაწყვეტილება მიღებული არ იქნა. ვაგრძელებთ ამ საკითხზე მსჯელობას, დღის წესრიგიდან ეს საკითხი მოხსნილი არ არის. უბრალოდ, იქ გაცილებით მეტი რისკებია, ამ რისკებს ვითვალისწინებთ.

გასაგებია, რომ მშობლებს აქვთ გარკვეული ობიექტური წუხილები არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, თუმცა, დღის წესრიგში ეს საკითხი დგას.

მე იმედი მაქვს, რომ უკვე მომდევნო, უახლოეს საბჭოს სხდომებზე გვექნება გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა”, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics