18:17 - 07 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-23 17:00:25, 628 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - მე ყოველთვის ვიყავი და ვრჩები ერთიანობის მომხრე, ბევრმა ჯგუფმა ეს უარყო და ამიტომ ეს არ გამოვიდა

„მე ყოველთვის ვიყავი და ვრჩები ერთიანობის მომხრე, ბევრმა ჯგუფმა ეს უარყო და ამიტომ ეს არ გამოვიდა“ , - ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ქართულ პოლიტიკაში სრულიად ახალი ხალხი უნდა მოვიდეს და ის მის თავს გარდამავალი მთავრობის ხელმძღვანელად ხედავს.

„მე ყოველთვის ვიყავი და ვრჩები ერთიანობის მომხრედ. თავიდან, ჩემი შეთავაზება იყო ყველა ოპოზიციურ ჯგუფს გაეკეთებინა ერთიანი სია, აერჩია ერთიანი პრემიერობის კანდიდატი და რა თქმა უნდა, ეს არ ვიქნებოდი მე და წასულიყო არჩევნებზე. ბევრმა ჯგუფმა ეს უარყო და ამიტომ ეს არ გამოვიდა.

მეორე იყო, ჩვენი შეთავაზება ევროპული საქართველოს მიმართ და ეს მოლაპარაკება წარმოებდა რამდენიმე კვირა, რომ თანაბრად, პრაქტიკულად, დაგვეკომპლექტებინა სია, პარლამენტის თავჯდომარის ადგილი წაეღოთ მათ, პრემიერობაზე მომხდარიყო ცალკე შეთანხმება და იქაც, რა თქმა უნდა, არ განიხილებოდა ჩემი კანდიდატურა. ესეც რაღაც მიზეზების გამო მათ მიერ იქნა უარყოფილი

ენმ-მ გაერთიანებულ ოპოზიციასთან ერთად, ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანის მონაწილეობით ჩამოაყალიბა თავისი სია და დამასახელა მე პრემიერობის კანდიდატად. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ გაერთიანებას აქვს სრული პოტენციალი აიღოს უმრავლესობა საქართველოს მომავალ პარლამენტში და შემდეგ, სრულიად სხვადასხვა ღირსეული ადამიანების, ქართველების წარმომადგენლობით დააკომპლექტოს საქართველოს ახალი ხელისუფლება, რომელიც დაეფუძნება პრინციპს, რომ ყოველგვარი ძველი წყენები უნდა გადაიდოს გვერდზე. უნდა ვიფიქროთ ქვეყნის აღმშენებლობაზე წინსვლაზე და განვითარებაზე.

სრულიად ახალი ხალხი უნდა მოვიდეს ქართულ პოლიტიკაში. მე ჩემს როლს ვხედავ, როგორც გარდამავალი მთავრობის ხელმძღვანელს“ ,  - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
აშშ სანქციებს უწესებს რვა კანადურ გაცვლით კომპანიას ირანთან კავშირების გამო
კრემლმა აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე სამმხრივი მოლაპარაკებებისთვის რუსეთის დელეგაციის შემადგენლობა გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics