23:55 - 15 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-28 19:40:36, 5547 ნახვა

სამხედრო
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული სამეფოს დელეგაცია ესტუმრა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დელეგაცია ესტუმრა. თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე, მოადგილესთან, ლევან ღირსიაშვილთან ერთად დელეგაციის წევრებს შეხვდა. დიდი ბრიტანეთის დელეგაციას უსაფრთხოებისა და სამართლიანობის ჯგუფის უფროსი დევიდ კლარკი ხელმძღვანელობდა. შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრის სპეციალური მრჩეველი სტეფან გლოვერიც დაესწრო.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრმა სტუმრებს უწყებაში მიმდინარე რეფორმები და სამომავლო გეგმები გააცნო. საუბრის ერთ-ერთ მთავარ თემას უელსის სამიტზე მიღებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების საკითხი წარმოადგენდა. საუბრისას, აღნიშნულ პროცესში დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერის მნიშვნელობა ხაზგასმით აღინიშნა. შეხვედრაზე ყურადღება საქართველოში ნატოს საწვრთნელი ცენტრის გახსნის, სამხედრო პოლიტიკის ეროვნული დოკუმენტის, ინფრასტრუქტურული პროექტების, რესურსების მართვის, თავდაცვის პოლიტიკის გაუმჯობესებისა და საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს თავდაცვის სამინისტროებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოების საკითხებს დაეთმო.

შეხვედრის დასასრულს, თავდაცვის მინისტრმა დელეგაციის წევრებს მხარდაჭერისა და გამოცდილების გაზიარებისათვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ესტონეთი რუსეთთან საზღვარს 1 დეკემბერს დახურავს თავდაცვის ქარხანაში მომხდარი დივერსიის გამო.
უკრაინამ რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობქიმიურ ქარხანას შეუტია, ტაგანროგში ელექტროსადგური დაბომბა
16 ნოემბერს, ღამის საათებში, ქეთევან დედოფლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად გადაიკეტება
ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი - თქვენ ჩვენი ბატონ-პატრონები ნუ გგონიათ თავი და ხალხს ზემოდან კი ნუ უყურებთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics