|
2020-09-16 11:52:05, 918 ნახვა
საზოგადოება
ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება
ზონალურ-საათობრივი პარკირების მომდევნო არეალი ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირები იქნება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, დეტალური ინფორმაციის მისაღებად, მოქალაქეებმა მუნიციპალურ პავილიონებს უნდა მიმართონ, რომელიც პეკინის გამზირის მსგავსად, ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირებზეც განთავსდება. „საბურთალოს რაიონში განვაგრძობთ ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემის დანერგვას. შემდეგი ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირები იქნება. აქაც უნდა მოვამზადოთ საინფორმაციო ჯიხურები, იმისთვის, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, ამ სიახლესთან დაკავშირებით, სრულყოფილი ინფორმაცია მიიღონ. ადგილობრივი მოსახლეობა ჩვენს პორტალზე უნდა დარეგისტრირდეს, რაშიც მათ თბილისის მერიის თანამშრომლები დაეხმარებიან“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერის თქმით, 10 სექტემრიდან ზონალური პარკირების სისტემა პეკინის გამზირზე წარმატებით მოქმედებს. „ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი მიმართულება ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემის დანერგვაა. პროექტი რამდენიმე ლოკაციაზე უკვე წარმატებით მიმდინარეობს. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ სისტემით სარგებლობს. ძალიან კარგია მოქალაქეებთან თანამშრომლობა“, - აღნიშნა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერის თქმით, ზონალურ-საათობრივი პარკირების ასამოქმედებლად, წინამოსამზადებელი სამუშაოები ვაკის რაიონშიც, ფალიაშვილისა და აბაშიძის, ასევე მათ გადამკვეთ ქუჩებზე დაიწყება. „მინდა, ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დავავალო, ვაკის რაიონში, კერძოდ, აბაშიძის, ფალიაშვილისა და მათ გადამკვეთ ქუჩებზე ანალოგიური პროექტის განხორციელება დაიწყოს. უნდა დავიწყოთ მომზადება, რომ ვაკის რაიონშიც, ასევე, მთელი ქალაქის მასშტაბით, ანალოგიური სისტემა დაინერგოს. რა თქმა უნდა, პარკირების საფასური რაიონების მიხედვით, განსხვავებული იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერის განმარტებით, პარკირება უფასო იქნება ელექტრომობილების მფლობელებისა და შშმ პირებისთვის, ასევე, A კატეგორიის ტაქსის ლიცენზიის მფლობელებისთვის. სტუმრად მისული მოქალაქეებისთვის კი, პარკირების საფასური ერთი საათის განმავლობაში, ერთი ლარი იქნება.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)