2020-09-14 11:38:37, 1394 ნახვა
პოლიტიკა
NDI - ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება - 39%, არასწორი მიმართულებით - 32%
NDI-ს კვლევის თანახმად, მოსახლეობის 39% ფიქრობს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, ხოლო 32% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება.
ამასთან, 20% აღნიშნავს, რომ საქართველო საერთოდ არ იცვლება.
ამავე კითხვაზე, 2019 წლის ნოემბერში მოსახლეობის 53%-მა თქვა, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდებოდა, ხოლო მათი პროცენტული მაჩვენებელი, ვინც თვლიდა, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, ნოემბრის შემდეგ 20%-ით გაიზარდა.
აღნიშნული კვლევა 6-11 აგვისტოს პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,045 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,3 პროცენტი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,