17:25 - 07 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-10 20:32:03, 2887 ნახვა

პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი - „ქართული ოცნება“ ბრძოლას ისევ წარმატებით მოიგებს

„ქართული ოცნება“ ბრძოლას ისევ წარმატებით მოიგებს“, - ამის შესახებ, "ქართული ოცნების" საარჩევნო სიის წარდგენაზე პარტიის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ადამიანებზე ზრუნვა „ქართული ოცნების“ ხელწერად იქცა და პირნათელია ქართველი ხალხის წინაშე.

„ჩვენ არ გვჩვევია გაკეთებულით ტრაბახი, „ქართული ოცნება“ ამას უხმაუროდ აკეთებს . მე მიხარია, რომ ყველა ამ სიკეთით, რომელიც ხალხისთვის კეთდება საგებლობენ ჩვენი კრიტიკოსები მიუხედავად იმისა, რომ ამის აღიარება არ შეუძლიათ.  დარწმუნებული ვარ ჩვენ ისევე წარმატებით მოვიგებთ ბრძოლას, როგორც ვაჯობეთ ზოგადასაკაცობრიო გამოწვევას კრიზისს მსოფლიო მასშტაბით

 ადამიანებზე ზრუნვა „ქართული ოცნების“ ხელწერად იქცა, თამამად ვიტყვი, რომ ჩვენ პირნათელი ვართ ხალხის წინაშე, ვაკეთებთ იმ შესაძლებლობების მაქსიმუმს, რასაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა იძლევა. ვადგავართ იმ გზას, რომელიც მიგვიყვანს მიზნამდე.

მხარში გვიდგანან ევროპელი პარტნიორები და  ჩვენი ხალხი, ამიტომ  დარწმუნებული ვარ ამ ბრძოლიდან გამარჯვებულები გამოვალთ. ქართული ოცნების გამარჯვება ყველა მოქალაქისთვის სიმშვიდის მომტანი იქნება. კვლავაც ერთად საქართველოს წარმატებისთვის“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
აშშ სანქციებს უწესებს რვა კანადურ გაცვლით კომპანიას ირანთან კავშირების გამო
კრემლმა აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე სამმხრივი მოლაპარაკებებისთვის რუსეთის დელეგაციის შემადგენლობა გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics