01:17 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-10 14:05:08, 2899 ნახვა

საზოგადოება
ვაკის რაიონს ორი ახალი დასასვენებელი სივრცე შეემატა

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, გრძელდება კეთილმოწყობილი დასასვენებელი სივრცეების შექმნა. ამ დროისთვის, ნუცუბიძის N179-ში პროექტი უკვე დასრულდა, ჭავჭავაძის N 83-ში კი - მიმდინარეობს. 

მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე ვაკის რაიონის გამგებელის მოვალეობის შემსრულებელი დავით კვინიკაძე გაეცნო.

პროექტებით, შემოღობილ სივრცეებში გათვალისწინებულია სხვადასხვა საპარკე ავეჯის, დასასვენებელი პავილიონის დამონტაჟება, საბავშვო-გასართობი მოედნების მოწყობა ატრაქციონებით, განათების და სარწყავი ქსელების გაყვანა, ყვავილების და ბალახის დარგვა.

მნიშვნელოვანია, რომ საბავშვო მოედნების საფუძველზე ეწყობა ჰიდროიზოლაცია და დრენაჟი, რაც ტერიტორიაზე წვიმის დროს წყლის დაგროვებას გამორიცხავს.

ორივე პროექტის ჯამური ღირებულება 364 000 ლარს შეადგენს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics