01:16 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-10 12:48:08, 2961 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერია არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის - „თბილისელი ბიჭები“ განსათავსებლად კონკურსს აცხადებს

თბილისის მერია მწერალ გიზო ნიშნიანიძის ქალაქური დოკუმენტური პოემის - „პაემანი ვერაზე“ მიხედვით შექმნილი არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის -„თბილისელი ბიჭები“ განსათავსებლად, ესკიზისა და ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის საუკეთესო წინადადების შესარჩევ კონკურსს აცხადებს. 

კონკურსის ამოცანა საზოგადოებრივი და პროფესიული ინტერესების გათვალისწინებით, არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის საუკეთესო ესკიზური ნამუშევრისა და მის განსახორციელებლად ოპტიმალური სახარჯთაღრიცხვო წინადადების გამოვლენაა. საკონკურსო მასალებს სპეციალურად შექმნილი კომისია შეარჩევს და გამარჯვებულს გამოავლენს.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ, როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის ცალკეულ ავტორს ან/და ავტორთა ჯგუფს, ფიზიკური ან/და იურიდიული პირის სტატუსით. კონკურსი ცხადდება ღიად, ხოლო წარმოდგენილი წინადადებების შეფასება ხორციელდება ფარული წესით.

არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის ესკიზის შერჩევისას უპირატესობა მიენიჭება იდეის ორიგინალურ ხედვას. განაცხადების მიღების ბოლო ვადა მიმდინარე წლის 9 ნოემბერია.

კონკურსის პირობებთან დაკავშირებით, დაინტერესებული პირები დამატებითი ინფორმაციის მიღებას თბილისის მერიის ოფიციალური ვებგვერდის საშუალებით შეძლებენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics